ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2011


დილის მოციონი

შერჩენია დილის ცვარი
ფოთლებსა და ბალახებს.
ხისქვეშ გდია მთვრალი ჩრდილი,
ალბათ წუხელ გალახეს.

- ღმერთო, ვიცი, დღეს რაცა ვარ,
ჩემი თავის გამო ვარ.
ერთ გაძლებას კიდევ ვცდი და
რაც გამოვა, გამოვა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები