ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოხუცი ასტრონომი
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2011


  ჩამოტვირთვა

რა მოხდა?

მე სიყვარული მინდოდა მხოლოდ,
შენ კი შეგიპყრო ავხორცმა ვნებამ,
გარდასულ წელთა მოსაგონებლად,
ჩავლილ წამების გასახსენებლად
შენ არ იკმარე ადათი, წესი,
თუმცაღა ჭიქა ღვინო გეჭირა ხელში.
დღეს შენმა ხორცმა ასე ინება,
გამოუწერა სულს მივლინება
და გაამგზავრა იმ მხარეს, სადაც
ზარ-ზეიმებით ხვდებიან ეგოს,
რადგან ჰფიქრობდი, საპოხ მასალად,
რომ იქ ხმარობდნენ თაფლსა და ერბოს...
გავიდა ხანი,
რა მოხდა განა?
მე სიყვარული მინდოდა მხოლოდ,
შენ კი შეგიპყრო ავხორცმა ვნებამ,
მე, სიყვარული მინდოდა მხოლოდ!
ახლა უკვე გვიანია, მთებს ნისლი შეჰპარვია,
შორიდან გავცქერი ჩამავალ მზის სხივებს
მალე ცაზე მთვარე ამოვა და დედამიწას გაანათებს,
ბულბული თვალებს დახუჭავს და ბუ ფართოდ გაახელს.
შენ კი კვლავ მდუმარედ ზიხარ და ცაზე ვარსკვლავებს
გაჰყურებ ისე, თითქოს დათვლა შეგეძლოს
არემარის ჩამიჩუმს უჩუმრად ყურს უგდებ
და შენი მდუმარებით მალიმალ ჰკითხულობ:
რა მოხდა?!?.....
რაღა რა მოხდა, საღამო ჩამოხდა,
ცაზე მთვარე ამოვიდა, ჭოტს კივილი აღმოხდა,
დღემ კარი მიიხურა, საათმა ჩამოჰკრა,
გუგულს გაეღვიძა, ბუდიდან ჩამოხტა,
კუმ ფეხი გამოყო, ნახირს აედევნა,
ბუმ თვალი გაახილა, სიზმარი აუხდა.

შენ, კი არემარეს კვლავ უჩუმრად გაჰყურებ
და შენი მდუმარებით მალიმალ კითხულობ
რა მოხდა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები