ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შალვა
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2011


ამურის სამსჯავრო

ბრალდებულის სკამს გვერდს ვერ ავუვლი,
ამ მოლოდინში პულსივით ვკრთები,
მსაჯული იქნება თვით ამური,
ბრძანებს, წამაჭრან შიგ ძირში ფრთები.

თავის მართლებას ჩათვლის ბათილად,
ვერ ვამართლებდი რაკი მის მიზნებს,
სიყვარულის ზღვას კოვზით დამილევს,
მომაცლის გულში ჩარჩენილ ისრებს.

რა იქნება, რომ დასჯად მაკმაროს
ბეწვის ხიდს გასვლა უფსკრულზე... ბნელში...
იქნებ, მომძებნონ შენმა თვალებმა
და ამიყვანონ ბავშვივით ხელში?!

თუ არა, მელის ხიდის ჩაწყდომა,
უკანასკნელად ვიფრენ ფსკერამდე,
მწუხარე ბნელი ჩამიკრავს გულში,
უფსკრულის ტუსაღს რომ ვერ მხედავდე.
                                                                  26.08.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები