ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2012


უქმრო პატარძალი

არ მიყვარს ღვინო
და ვთვრები თვლემით,
ღვინის მაგიერ
ლექსს ვეწაფები.
ღმერთო, გამლექსე!
სიტყვად ამლესე!
გრძნობად გამლესე
და მაალერსე
წვიმასთან ისევ,
გრძნობასთან ისევ,
რითმასთან ისევ,
წყობასთან ისევ.
უფალო! ბევრჯერ გამაბითურე,
მაგრამ მე მაინც არ დავიდუმე
გრძნობა, მუსიკა, ვნება, მუზები,
ისევ თამამად გეფუსფუსები.
მინდა, გავლექსო, მინდა, დავთესო
ეს მარგალიტი, რომ ამოვიდეს
მიწიდან თესლი, თესლი ჯანმრთელი,
სულ იებად და ვარდად მოვიდეს.
მინდა, გავლექსო, ჩემო ალერსო –
ჩემო ლექსო და სატრფოვ ულევო.
რამდენჯერ უნდა მოგიალერსოთ
ჩემო პატარა სიყვარულებო?
............................................
ის გაიფანტა, სულ დაიფანტა
იქით, ალგეთის გრილი ქარივით…
მე კი, საბრალო, ისევ აქა ვარ
ქორწილში, უქმრო პატარძალივით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს