 | ავტორი: დონკიხოტი ჟანრი: თარგმანი 13 იანვარი, 2012 |
ის ისეთ სახლში ცხოვრობს, სადაც საცურაო აუზი აქვს და ამბობს, რომ სამსახური კლავს მას. ის 27–ს არის. მე 44–ს. როგორც სჩანს, არ შემიძლია მისი თავიდან მოშორება. მისი ნოველები მუდამ მიბრუნდებიან უკან. "რას მოელით ჩემგან?" ის ყვირის "ნიუ იორკში წავიდე და გამომცემლებს ვემთხვიო ხელებზე?" "არა" ვეუბნები მას, "სამსახური მიატოვეთ, წადით თქვენს პატარა ოთახში და შექმენით რამე." "მაგრამ მე მჭირდება დ ა რ წ მ უ ნ ე ბ უ ლ ო ბ ა, მე მჭირდება რამე, რასაც გავყვები, რამე სიტყვა, რამე ნიშანი!" "ბევრი არ ფიქრობს ამგვარად: ვან გოგ, ვაგნერ–" "ო, ჯანდაბა, ვან გოგს ძმა ჰყავდა, რომელიც აძლევდა მას საღებავებს, როცა ისინი დასჭირდებოდა!"
"შეხედე," მითხრა მან, "მე ამ დიდ სახლში ვარ დღეს და ეს ტიპი შემოდის შინ. ვაჭარი. იცი შენ როგორ საუბრობენ ისინი. ახალთახალი მანქანით მოსული. თავის შვებულებაზე მოლაპარაკე. თქვა, რომ ფრისკო ნახა – ფიდელიო, იქ, ზევით, მაგრამ დაავიწყდა ვინ დაწერა ის. ახლა ეს ტიპი 54 წლის არის. ჰოდა, ვუთხარი მას: "ფიდელიო ბეთჰოვენის ერთადერთი ოპერაა." მერე ვუთხარი მას: "შენ ხეპრე ხარ!" "რას გულისხმობ?" ის შემეპასუხა. "იმას ვგულისხმობ, რომ შენ ხეპრე ხარ, შენ ხარ 54 წლის და არაფერი არ იცი!"
"რა მოხდა მერე?" "მე გამოვედი" "რა, გინდა თქვა, რომ ის მასთან ერთად დატოვე?" "დიახ."
"მე ვერ მივატოვებ ჩემს სამსახურს," თქვა მან. "მე ყოველთვის მიჭირდა სამსახურის შოვნა. მივდიოდი იქ, ისინი შემომხედავდნენ, მოუსმენდნენ ჩემს საუბარს და წამიერად გაიფიქრებდნენ ხოლმე, ა ჰა! ის ძალზედ განათლებულია ამ სამუშაოსთვის, ის აქ არ დარჩება, ამგვარად აზრი არ აქვს მის დაქირავებას. ახლა კი, შ ე ნ, როცა მიდიხარ იქ, არანაირი პრობლემა არ გაქვს: შენ მოხუც ალკოჰოლიკს ჰგავხარ, შენ გავხარ იმ ტიპს, რომელსაც სამსახური სჭირდება და ისინი გიყურებენ და ფიქრობენ: ა ჰა!: აი, სწორედ ეს არის ის, ვისაც მართლა სჭირდება სამსახური! თუ მას დავიქირავებთ, ის დიდი ხნით დარჩება და იმუშავებს გ უ ლ მ ო დ გ ი ნ ე ბ ი თ!"
"იმ ხალხთაგან," მკითხა მან "ვინმემ მაინც თუ იცის, რომ შენ ლექსებს წერ?" "არა." "შენ ამაზე არასდროს საუბრობ. ჩემთანაც კი! ამ ჟურნალში რომ არ მენახე, მეც ვერასდროს გავიგებდი." "მართალია." "და მაინც, მე მსურს ვუამბო ამ ხალხს, რომ შენ ხარ მწერალი." "მე მაინც მსურს მოვუყვე მათ." "რატომ?" "იმიტომ, რომ ისინი საუბრობენ შენზე. ისინი ფიქრობენ, რომ შენ უბრალოდ ლოთი და მოთამაშე ხარ." "მე ორივე მათგანი ვარ." "იმიტომ, რომ ისინი საუბრობენ შენზე, რომ შენ კენტი მგზავრი ხარ. რომ მარტო მოგზაურობ. მე ვარ ერთადერთი მეგობარი, რომლიც შენ გყავს." "მართალია." "ისინი გჭორავენ. მე კი შენი დაცვა მსურს. მინდა, რომ ვუთხრა მათ, რომ შენ წერ ლექსებს." "შეეშვი ამ საქმეს. მე აქ მათსავით ვმუშაობ. ჩვენ ერთნაირები ვართ." "რა გაეწყობა, მაშინ ამას ჩემს გამო გავაკეთებ. მე მსურს იცოდნენ იმათმა, თუ რატომ ვმოგზაურობ შენთან ერთად. მე 7 ენაზე ვსაუბრობ, მე ვიცი ჩემი მუსიკა–" "დაივიწყე ეგ." "კეთილი, მე პატივს ვცემ შენს სურვილს. მაგრამ აქ სხვა რამეც არის–" "რა?" "მე ვფიქრობდი ფორტეპიანოს შეძენაზე. მაგრამ შემდეგ ვიფიქრე ვიოლინოზეც და ვერაფრით გადამიწყვეტია!" "პიანინო იყიდე." "ასე ფიქრობ?" "დიახ."
ის წავიდა, ამაზე დაფიქრებული.
მეც ამაზე ვფიქრობდი: მას ყოველთვის შეეძლო მოსულიყო თავისი ვიოლინოთი და უფრო სევდიანი მუსიკით.
he lives in a house with a swimming pool and says the job is killing him. he is 27. I am 44. I can’t seem to get rid of him. his novels keep coming back. “what do you expect me to do?” he screams “go to New York and pump the hands of the publishers?” “no,” I tell him, “but quit your job, go into a small room and do the thing.” “but I need ASSURANCE, I need something to go by, some word, some sign!” “some men did not think that way: Van Gogh, Wagner—” “oh hell, Van Gogh had a brother who gave him paints whenever he needed them!”
“look,” he said, “I’m over at this broad’s house today and this guy walks in. a salesman. you know how they talk. drove up in this new car. talked about his vacation. said he went to Frisco—saw Fidelio up there but forgot who wrote it. now this guy is 54 years old. so I told him: ‘Fidelio is Beethoven’s only opera.’ and then I told him: ‘you’re a jerk!’ ‘whatcha mean?’ he asked. ‘I mean, you’re a jerk, you’re 54 years old and you don’t know anything!’”
“what happened then?” “I walked out.” “you mean you left him there with her?” “yes.”
“I can’t quit my job,” he said. “I always have trouble getting a job. I walk in, they look at me, listen to me talk and they think right away, ah ha! he’s too intelligent for this job, he won’t stay so there’s really no sense in hiring him. now, YOU walk into a place and you don’t have any trouble: you look like an old wino, you look like a guy who needs a job and they look at you and they think: ah ha!: now here’s a guy who really needs work! if we hire him he’ll stay a long time and work HARD!”
“do any of those people,” he asks “know you are a writer, that you write poetry?” “no.” “you never talk about it. not even to me! if I hadn’t seen you in that magazine I’d have never known.” “that’s right.” “still, I’d like to tell these people that you are a writer.” “I’d still like to tell them.” “why?” “well, they talk about you. they think you are just a horseplayer and a drunk.” “I am both of those.” “well, they talk about you. you have odd ways. you travel alone. I’m the only friend you have.” “yes.” “they talk you down. I’d like to defend you. I’d like to tell them you write poetry.” “leave it alone. I work here like they do. we’re all the same.” “well, I’d like to do it for myself then. I want them to know why I travel with you. I speak 7 languages, I know my music—” “forget it.” “all right, I’ll respect your wishes. but there’s something else—” “what?” “I’ve been thinking about getting a piano. but then I’ve been thinking about getting a violin too but I can’t make up my mind!” “buy a piano.” “you think so?” “yes.”
he walks away thinking about it.
I was thinking about it too: I figure he can always come over with his violin and more sad music.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|