ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუ-რული
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2012


ბოდვა ძილის წინ

როგორ არ მინდა უნაყოფო იყოს ეს ღამე.
ნეტა დავწერდე,
ავიღებდე  სულის იმ ნაწილს,
რომელიც ახლა შეცვლილია
ამ ქარის გამო,
ამ ღამის გამო,
სიბნელის გამო,
გამო ხმაურის.
დავწერდე რამეს, თუნდაც უაზროს
ისე, უბრალოდ გასახარებალს.
ჰო,  აი ისიც:
სადმე სიჩუმე თუ გესტუმრათ,
ან თუ პირიქით,
გულებს უსმინეთ.
სხვების არა, საკუთარ გულებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები