ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2012


გაიღიმეთ!

გაიღიმეთ!

თუკი,
ცრემლმა უნებურად
დაგისველათ სახე,
არ შეშინდეთ!
გაღიმება
უმალ მოგფენთ ნათელს!
თუკი, მარცხი განიცადეთ,
დაგეუფლათ ბოღმა,
არ დანებდეთ!
მარცხს,ხომ,შემდეგ
გამარჯვებით დასძლევთ!
თუკი,
ვინმემ გაგაბრაზათ,
აპატიეთ მალე!
უფალი,ხომ, მოგვიტევებს
ჩვენ, ცოდვებით სავსეს...
თუკი,
ვინმე დაგემუქრათ,
უპასუხეთ რამე!
ბოროტება სიკეთის ქმნით
იჯაბნება, ვერც ვნებს!
თუკი,
ვინმემ დაგიბღვირათ,
გაუღიმეთ თავნებს!
ღიმილს ძალუძს დამშვიდება,
გაიღიმეთ მალე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები