ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცქნა
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2012


მეგობარი ხარ

თვალები გიგავს უძირო ზღვას,
ცრემლები ციდან მოწყვეტილ წამს,
სახეზე ოდნავ დაგრუზულ ნაკვთს
და ყველაფერი აშკარად სჩანს.

რადგან მიმიხვდი შენ მე ჩემს სათქმელს,
აზრი არა აქვს დავმალო გრძნობა,
თავი მოვაბამინდა ჩემს აზრებს
და დავინახო შენში მე ნდობა.

გრძნობის გამხელა,უბრალო სევდა,
თითქოს გტკიოდეს მაგრამ შენ ღელავ,
გულში რაღაცა ამაო ფეთქვა
მაგრამ ანთება არ შეიძლება.

ორივემ ვიცით,რომ მხოლოდ გრძნობა
ტკივილს მოგვიტანს მხოლოდ ეს ნდობა.
ჩამკიდე ხელი,მომეცი ფიცი
ამქვეყნიურად მხოლოდ შენ გეტრფი.

მეგობარი ხარ შენ ჩემი მხოლოდ
ასევე დავრჩეთ აჯობებს ბოლოს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები