ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დამიანე
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2012


>>><<<

ირიიიი!!!!
წამო, ჩავურბინოთ წარსულ დღეებს,
დავლაშქროთ ბავშვობის ბილიკები...
ისევ ვითამაშოთ ,,კლასობანა“,
ისევ გავიკეთოთ კიკინები...
წამო, ავაშენოთ ჩვენი ქოხი,
მერე ,,პასკა-პასკაც“ გამოვაცხოთ...
წამო, გადავშალოთ ,,მონტე-კრისტო“
წლები გასულა და აღარ მახსოვს.
წამო ორღობეშიც ჩავიაროთ,
მარის წარმოდგენის ხილვით დავტკბეთ
წამო, ვიტყაპუნოთ გუბეებში,
მერე ცისარტყელას ცქერით გავთბეთ...
წამო, ჩავუაროთ ჩვენს ბავშვობას,
მომნატრებია და ვეღარ ვუძლებ...
მარტოს მეძნელება, ვერ გადავშლი
წარსული დღეების ლამაზ ფურცლებს....
წამოოოოოო!!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები