ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგიანი
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2012


იანვრის ლირიკა

მზე  აღარ მათბობს,  გახდა  ერთი  ციდა,
ყინვით ორნამენტებს ძერწავს იანვარი,
მზეზე ხელებს ითბობს ბაღში მოხუცი და
უკვე სინანული ვატყობ გვიან არი.

რადგან მოგონებამ გულში ჩაიბუდა,
მოსჩანს ტკივილები სულის კადრებიდან,
გული გაყინული- დარდში გაიგუდა,
მხოლოდ ლოცვა  მათბობს წმინდა ტაძრებიდან.

ასე მიჰყვებიან წლები საუკუნეს,
ჩემი ოდისეა სისხლით  დაიწერა,
მე ამ ტკივილისგან ვეღარ  განვიკურნე,
ჩემი სულის სახე, ცრემლით დაისერა.

და მეც გამოვუშვი გრძნობა ფარეხიდან,
ვნების აჩრდილები ისევ რომ მეწვია,
ლექსი არის სულის  ნატეხი და
გრძნობის  ამბორია ჩემთვის პოეზია.

ნელი  ნაბიჯებით მოდის ალიონი,
და მზის გაღიმებას უცდის იანვარი,
ბაღში უკვე  ჩაქრა ბოლო ლამპიონი,
მე ვგრძნობ სინანული უკვე გვიან არი.














კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები