განა მაგაზეა მაგრამ,
სადღაც მაგაზეცაა,
შემომქმედი, ჩემს სილუეტს,
დაგანახებს გზის ბოლოს.
ზღვა რა არის? დიდ ორმოში
ჩაქცეული ზეცაა,
ვარდის სახით გისაჩუქრებ,
სიყვარულის სიმბოლოს.
განა მაგაზეა მაგრამ,
სადღაც მაგაზეცაა,
ლოდინია ეს ცხოვრება,
სოფლის, ძველი სადგური.
სადაც ერთი აბრახუნებს,
იქ ხომ მეორეცაა,
ვისთვის, კარგი სპექტაკლია,
ვისთვის, ცუდად დადგმული.
განა მაგაზეა მაგრამ,
სადღაც მაგაზეცაა,
მივეჭიკჭიკსიყვარულოთ,
ერთმანეთს და სამყაროს,
თუ ზღვა, ცრემლად ჩამოღვრილი,
მიწიერი ზეცაა,
განა მარტო მაგაზეა,
თუმცა, მაგაზეცაა. გ.პ.
თუ ლექსის ქმნისას, გონება გიწუხს:
გაგონილს ეძებ.
არაა ღამე, ტანთ-საცვამი,
ვიღაცის ფარჩა.
იმიტირებულს, მკითხველი უმალ
გადადებს გვერდზე.
ძველის ტრიალში, ახალი სიტყვა,
უთქმელი დარჩა.
დე, ეცვას იმას, ვინც რომ პირველად
მოირგო ღამე.
იმან გაცრიცოს, გასაცრეცად
ვინც რომ იმეტებს.
მე უკვე ყელში მებჯინება,
ღამე და რამე.
შექმენი თავად, ნუ ეხავსები,
შექმნილ -ილეთებს.
თუ ლექსის ქმნისას, გონება გიწუხს,
გაგონილს ეძებ.
ლექსის წერაც ხომ, თავისთავად
ბედის წერაა.
ვწეროთ და ვნახოთ, პუბლიკა როგორ
დაგვაჭრის დეზებს.
და თუ დაგვაჭრის, მაშ ლექსის საქმე,
კარგად ვერაა. გ.პ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ძველის ტრიალში, ახალი სიტყვა,
უთქმელი დარჩა. <3 ძველის ტრიალში, ახალი სიტყვა,
უთქმელი დარჩა. <3
13. ზღვა რა არის? დიდ ორმოში
ჩაქცეული ზეცაა,
...
განა მაგაზეა მაგრამ,
სადღაც მაგაზეცაა,
ლოდინია ეს ცხოვრება,
სოფლის, ძველი სადგური.
სადაც ერთი აბრახუნებს,
იქ ხომ მეორეცაა,
ვისთვის, კარგი სპექტაკლია,
ვისთვის, ცუდად დადგმული.
ლამაზი იყო. მომეწონა. გაითვალისწინებენ ამ თქვენს თხოვნას, ავტორო? :-( თუმცა თქვენ და ყველა ჩვენ მოვალეები ვართ, მშვენიერება შევქმნათ, თავადაც უკეთესები გავხდეთ და მკითხველიც უფრო გავაკეთილშობილოთ, :-) როგორც ამას განუმეორებელი ბატონი გურამ დოჩანაშვილის პერსონაჟი ვასილ კეჟერაძე ამბობს: ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, :-) ზღვა რა არის? დიდ ორმოში
ჩაქცეული ზეცაა,
...
განა მაგაზეა მაგრამ,
სადღაც მაგაზეცაა,
ლოდინია ეს ცხოვრება,
სოფლის, ძველი სადგური.
სადაც ერთი აბრახუნებს,
იქ ხომ მეორეცაა,
ვისთვის, კარგი სპექტაკლია,
ვისთვის, ცუდად დადგმული.
ლამაზი იყო. მომეწონა. გაითვალისწინებენ ამ თქვენს თხოვნას, ავტორო? :-( თუმცა თქვენ და ყველა ჩვენ მოვალეები ვართ, მშვენიერება შევქმნათ, თავადაც უკეთესები გავხდეთ და მკითხველიც უფრო გავაკეთილშობილოთ, :-) როგორც ამას განუმეორებელი ბატონი გურამ დოჩანაშვილის პერსონაჟი ვასილ კეჟერაძე ამბობს: ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, :-)
12. "განა მაგაზეა მაგრამ,
სადღაც მაგაზეცაა,"<<<გაიხარეეეეე "განა მაგაზეა მაგრამ,
სადღაც მაგაზეცაა,"<<<გაიხარეეეეე
11. კომენტარს შემოვყევი ახლა, ისეთი შეგრნება მაქვს თითქოს საკუთარ ტანში დავხტუნავ, ემოცია არ მყოფნის გადმოსაცემად.. ძალიან ძლიერი ლექსია. მართლაც რომ ბრავო ავტორს. კომენტარს შემოვყევი ახლა, ისეთი შეგრნება მაქვს თითქოს საკუთარ ტანში დავხტუნავ, ემოცია არ მყოფნის გადმოსაცემად.. ძალიან ძლიერი ლექსია. მართლაც რომ ბრავო ავტორს.
10. აუუუუუუუ სად ვიყავი აქამდეეეეეეეეეეეე? ეს როგორ გამომრჩააააააააა? ++ და საღოლ ავტორ!!!! აუუუუუუუ სად ვიყავი აქამდეეეეეეეეეეეე? ეს როგორ გამომრჩააააააააა? ++ და საღოლ ავტორ!!!!
9. გაიხარე, გოგაჯან! ისე სამი კაცი სჭირდება მაგ ფორმულას: 1- განა მაგაზეა, 2 - სადღაც მაგაზედაც არი, 3 - არავინ არ თქვას ... გაიხარე, გოგაჯან! ისე სამი კაცი სჭირდება მაგ ფორმულას: 1- განა მაგაზეა, 2 - სადღაც მაგაზედაც არი, 3 - არავინ არ თქვას ...
8. რა თქმა უნდა : )))))))))))
თქმაც არ უნდა :დ რა თქმა უნდა : )))))))))))
თქმაც არ უნდა :დ
7. ეეეეეეს გაჩვენებ მე შენ, ჯერ შორს ვარ საქართველოდან, მოვა დრო გაგაგებინებ მე შენ ეეეეს. ეეეეეეს გაჩვენებ მე შენ, ჯერ შორს ვარ საქართველოდან, მოვა დრო გაგაგებინებ მე შენ ეეეეს.
6. ეეეეეეეეეეე
ბიჭო მე კითხვები დაგისვი? და გესლავ კი არა დააყენე ერთი ადგილი...
შენნაირი უნიჭო ავტორები კი არ უნდა დაგესლო ვაფშე არ უნდა შემოუშვა ლიტ საიტებზე. და თუ რამე გაწუხებს აქ წერია ჩემი ნომერი და დამირეკე.
ეეეეეეეეეეე
ბიჭო მე კითხვები დაგისვი? და გესლავ კი არა დააყენე ერთი ადგილი...
შენნაირი უნიჭო ავტორები კი არ უნდა დაგესლო ვაფშე არ უნდა შემოუშვა ლიტ საიტებზე. და თუ რამე გაწუხებს აქ წერია ჩემი ნომერი და დამირეკე.
5. შენ თუ ხვდები რომ გესლავ აქ ყველაფერს ლაცაბიძევ? მე რისი მჯერა ეგ შნე არ გეხება, მიხედე შნეს თავს. შენ თუ ხვდები რომ გესლავ აქ ყველაფერს ლაცაბიძევ? მე რისი მჯერა ეგ შნე არ გეხება, მიხედე შნეს თავს.
4. რას წერ შენ იცი?
და გჯერა მერე ამ ყველაფრის?
და გგონია რომ პოეზიას ქმნი?
0. რას წერ შენ იცი?
და გჯერა მერე ამ ყველაფრის?
და გგონია რომ პოეზიას ქმნი?
0.
2. პირველი რაღაც თავისებური ლექსია არრაუსავს, მაგრამ რითმები... მეორე ლექსი არ ვარგა
პირველი რაღაც თავისებური ლექსია არრაუსავს, მაგრამ რითმები... მეორე ლექსი არ ვარგა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|