 | ავტორი: გიორგიანი ჟანრი: პოეზია 30 იანვარი, 2012 |
ეხლაც როგორც უწინ სდუმდა პირამიდა, მან ხომ ეპოქები ხურდად მიითვალა, მიწამ მიიბარა ბევრი ტირანი და ღამე ალიონზე ტანჯვით მიიცვალა.
სადღაც ქალაქების ისმის შეშფოთება, მთვარე შემკულია ვერცხლის სამკაულით, გუშინ ფილტვებიდან მქონდა შემოტევა, სიკვდილს გადავურჩი რაღაც სასწაულით.
ისევ არემარეს მოსავს ქაოსი და თასი ღვინისათვის ისევ ძმრიანია, ერთგულება მიწას, უკვე გამოსცილდა, ჩვენში ოცდაათი ვერცხლის ჩხრიალია.
ისევ გადმოვერთე შავში ფერადიდან, მიწა შეიმოსა შავი ოლარებით, მკერდი გამოუჩნდა ღამეს პერანგიდან, მთვარე დაბმულია ვერცხლის ზონარებით.
მოხუც პირამიდას ძილი მოეკიდა, ღამე სასტიკი და ბნელია, მინორულ ცრემლებს დაღვრის პოეტი და მასში არ მოკვდება გენია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მინორული ცრემლები,კარგით რა : | მინორული ცრემლები,კარგით რა : |
2. მომეწონა +++ მომეწონა +++
1. ცოტა არ იყოს, რითმებია დასახვეწი :) შინაარსი მომწონს. წარმატებები! ცოტა არ იყოს, რითმებია დასახვეწი :) შინაარსი მომწონს. წარმატებები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|