ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2012


გათენდება!

გათენდება!
დამიბერა
მოგონების ქარმა,
ფიქრმაც, ლამის,
მომადინა ცრემლი!
-არ შეშინდე, პატარაო,
ჩუმად!
-მამშვიდებდა მთვარე,
ცისა მცველი.
შემაჩვია რწმენამ
ყოფის წამებს,
მასწავლა, რომ
ცუდშიც ღვივის კარგი!
ჩამიქროლა
რაშით ჩემმა გმირმა,
მოგონებად დამიტოვა
ნ  ა  ლ  ი...
ყინვას, თითქოს,
დაუბზარავს შუკა,
ქარმა
ნაზად შემირხია ტანი,
მზის სხივები
ენატრება ქალაქს,
თოვლის ფიფქმაც
გადაბარდნა მთები.
გასწოლია
გულს იმედი ნისლად,
ყველაფერი გამოგვივა
რწმენით!
დამიბერა
მომავალზე ფიქრმაც,
გათენდება,
დაელოდეთ რწმენით!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები