ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ მჭედლიშვილი
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2012


ბოლო დღეები

ბოლო დღეები



ბოლო დღეები ისე წყნარია,
როგორც მოხუცის გარდაცვალება.
დამრჩა ლექსები წაუკითხავი,
ერთფეროვანი, ვით განცხადება...

მე ისე მცივა, ვეღარ ვგრძნობ სხეულს,
საცაა თვითონ გავხდები ყინვა,
ბოლო ხანს ვგავარ ცოტა ბროწეულს,
ხეზე რომ დარჩა ზამთარში ტიტვლად.

კვიპაროსები კვირტად კვდებიან,
კიბე აკავებს მოკვდავთა კვარცხლბეგს,
იფნის ქვეშ გველნი იკლაკნებიან,
ეს პეიზაჟი კვანძად სდევს სათქმელს.

დღეს ფიროსმანი დამვიწყებია,
სალვადორ დალიმ დამიპყრო უკვე,
ბოლო დღეები ისე წყნარია,
ვეღარ ვშორდები ცარიელ ფურცლებს.

როგორც ლერწამი, ისე ვეწამი,
ვით ბროწეული, ისე გამაპე.
შეჭამე მარცვალ-მარცვალ ლექსამდი
რომ აღარ დარჩეს ჩემი სამარეც.

მთაგრეხილები ისე გრძელია,
ღრმა ნაოჭებით ისეა სავსე,
მათრახით ცემეს ეს კამელია,
ყინვით სიცოცხლე დღეს მოუსწრაფეს.

ბოლო დღეები ისე წყნარია,
მგონია ახლა თავად მოვკვდები.
მთებზე უდაბნოდ თეთრი ჩვარია
და მაინც მითრევს შავი მორევი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები