 | ავტორი: შალვა ჟანრი: პოეზია 15 თებერვალი, 2012 |
ძუნგალი ცუგა ქალაქში დადის და რამე თავშესაფარს დაეძებს. თოვს და ქარია, ზამთარი ყმუის, ყინვა ქუჩებზე ტოვებს ნაკეცებს.
წამოქცეული მწვანე სანაგვე, დუქანისამებრ შეღებულ კარით, თითქოს ეძახდა, როგორც სხვა ლოთებს, რომ შეიფარებს, თუნდ ერთი ღამით.
იმედი იქცა კუდის ქიცინად, "იქნება, ვინმემ დამიდგა სახლი?! იქნებ ვჭირდები, იქნებ ვუნდივარ ეზოს დამცველი ერთგული ძაღლი?"
მცირე საკბილოც იპოვა ქოხში, კიდეც შეიკრა ღუნღულა გორგლად, მის ახალ პატრონს სდარაჯობს ძილში, ამიტომ ღრინავს, ამიტომ ბორგავს...
–"აზგამ!" –"ავ, ავ, ავ!" – გაისმა დილით, ბრაზობს მეეზოვე, წკავწკავებს ძაღლი, მზე გამოცოცხლდა, თოვლი ნებდება, ძუნგალი ცუგა ქალაქში დადის... 11.02.12
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ლექსი რომ "ძუნგალით" იწყება :/ არადა რა ცოდოები არიან უპატრონო ძაღლები. ლექსი რომ "ძუნგალით" იწყება :/ არადა რა ცოდოები არიან უპატრონო ძაღლები.
3. ცუდია. ქართული გრამატიკა არის თავზე გადმომხობილი. მაპატიე. ცუდია. ქართული გრამატიკა არის თავზე გადმომხობილი. მაპატიე.
2. საწყალი ძაღლი!
საწყალი ძაღლი!
1. ძუნგალი შეცვალე რამე სხვა სიტყვით, საინტერესო იყო :))) ძუნგალი შეცვალე რამე სხვა სიტყვით, საინტერესო იყო :)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|