ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცქნა
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2012


თეთრი სამყრო

ფერად ფერებში ვხედავ სამყაროს
ფერადად ვხედავ ყველაფერს მარად
ფერად ვარსკვლავებს ვეთამაშები
ღამ-ღამობით,რომ მიპარავენ ახლაც.
მთვარე მარიგებს ნუ ხარ ამაყი,
მზე მეფერება მეალერსება
ვარსკვლავები კი ისევ დარბიან
და თამაშობენ დამალობანას.
ერთმა პატარა ვარსკვლავმა მიხმო
შენ მოკვდავი ხარ აქ რატომ დგახარ?
მოკვდავი კაცი ფერადად ხედავს,
და ყველაფერი მისთვის ერთია
შენც ასეთი ხარ მიდი გაერთე
მაგრამ სამყარო მაინც თეთრია !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები