ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2012


* * *

დავიწყებას მისცემია დრონი,
გაზაფხულმაც გვიღალატა სადღაც!
ყინვა მეფობს,
დამთრგუნველი დროის,
თუ ვიბრძოლებთ,
გამოგვივა,
რაც გვწადს!
გადაღლილნი ვეღარც ვამჩნევთ
დღის მადლს,
ჯვარს არ ვსახავთ დილას,
გამთბარს მზისგან,
გვეშინია
არ დავკარგოთ თავი,
გვესიზმრება,
რასაც ფიქრით ვქარგავთ!
გვეტანება
გრძნობათღელვის დასტა,
ვნებებისგან აგვრევია თავგზაც!
ვიმორჩილებთ
ემოციის ტალღას,
გვეღიმება,
თუმცა გულით არა...
გადავლახე
ფიქრთა გროვის გორა,
დავემონე
მუზას,
მუდამ მშფოთავს,
გულმა იგრძნო ძგერა,
მისი სუსტად.
დრო გაჩერდა...
მე ვაგრძელებ სუნთქვას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები