ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2012


***

იყო ორი ნაპირი-ყოფიერების დასაბამიდან გატლანქებულ მიწას შემხმარი ბალახის შრიალი არღვევდა მონოტონურ სიჩუმეს.
ტყვექმნილი სასოწარკვეთა გამალებით ითვლიდა წამებს. ეს წამები მრავალსაუკუნეგამოვლილ ქარქაშს ჰგავდა-საკუთარი თავის ურწმუნებით შემოსილი რომ არ ემორჩილება ადამიანის ხელს.
ხეებს ბებრული ტოტები ცისკენ აღემართათ თითქოს, გალობას აღავლენდნენ.
ორი ნაპირი იყო.
ვის რა მიაჩნდა ღირსებად ეს მეტად უმნიშვნელო წვრილმანი გამხდარიყო.
მოხუცის ჭროღა თვალებს ბინდი შეპარვოდა რომელიც, თითქოს უფრო შესაბრალისს ხდიდა მასს. არა, ეს არ იყო მაღალფარდოვნება
ბანოვანთა მიერ გამოხატული. უბრალოდ, ცხოვრებისეული მომენტის სიდიადე ერქვა მას.
თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ ისიც მეწამულმა დაისმა შთანთქა და მისი მიმობნეული ნარჩენების უკანასკნელი გაელვება ამოიკითხა
მოხუცის თვალებმა.ისიც ისეთივე ძალით მიისწრაფოდა მარადისობისაკენ როგორც, ორქიდეა მზისაკენ.
ახლა კი, მთვარის ვერცხლისფერი შუქი თუ დაგვაფიქრებს მხოლოდ, ისიც წამიერად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები