ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2012


დავიღალე

დავიღალე
მოგონების ხატვით,
ზამთრის სიომ
ამიბნია თავ-გზა...
ჭაღარაც კი,
შემპარვია თმაში,
აღარ მინდა
ცხრა მთას იქით წასვლაც!
დავიღალე
ყურადღების ქარგვით,
ცხოვრებაა
ბრძოლა კაცის ქალთან!
ზოგჯერ კაციც
ვეღარ უძლებს წადილს...
ლოდინია
წუთების თვლა მარად!
დავიღალე
მოდი ჩემთან, ღმერთო!
აღარ მინდა
ვიყო ერთი ცალად,
ვიწამე და
შევიყვარე გულით,
დავეხმარე,
მან კი, არ მცნო
ქალად!
დავიღალე
მოდი ჩემთან, ღმერთო!
დავიღალე,
მაგრამ გულით არა!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები