ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთა.ორდენიძე
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2012


ბოლო სიტყვა მარადისობამდე..

როცა გული ჩერდებოდა, როცა წყვეტდა სუნთქვას,
თურმე მაშინ,  სიკვდილის წინ ერთი სიტყვა უთქვამს..

ეს ამბავი მიუტანეს ცრემლებგამშრალ დედას,
შავოსანი ამ დღის მერე ტირილსაც არ ბედავს..

ასე ამბობს უფლის ნებით არ ვემდური ბედსო,
რადგან სჯერა ამ ყველაფერს, თავად ღმერთი წყვეტსო..

მაგიდასთან მოიტანა ფიალა და თასი,
რავქნა შვილო დიდი არის უკვდავების ფასი

ესა თქვა და შვილის სული შეავედრა გამჩენს,
არ ვგავარო მეც ამ ქვეყნად კიდევ დიდხანს დამრჩენს..

მერე სადღაც წავიდა და ჩაიარა ღობე,
თან ამბობდა ხალხში ასე, „უკვდავება ვშობე“..

როცა გული ჩერდებოდა, როცა წყვეტდა სუნთქვას,
თურმე მაშინ ბოლო სიტყვად, საქართველო უთქვამს..



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები