ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნ10ა
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2012


ქუჩაში ერთხელ...

ქუჩაში ერთხელ...
ქუჩა მაშინ იქცეოდა არაქუჩურად...
არ მახსოვს ქარი არ ქროდა თუ
ქროდა მუნჯურად,
მაგრამ მესმოდა არაფერი
გარდა სიჩუმის...
ვნახე, რომ არც ცას არ დაკრავდა
ფერი სილურჯის...
ცა შეიფერა... (როგორ გითხრა...)
სიყვარულისფრად...
თვით ქუჩა იყო სევდიანიღიმილისფერი...

იყო საღამო, შემოდგომა ზამთრიანი,
გიყვარდა მახსოვს
ქუჩაში იმ დროს ხეტიალი
ყვითლად რომ ათოვს...
მზე კი არშემდგარ გრძნობასავით
რომ ვეღარ ათბობს;

ქუჩაში ერთხელ...
როცა ქუჩა იქცეოდა არაქუჩურად,
მე დაგინახე ქუჩის ბოლოს...
მერე უჩუმრად...
კვლავ გამოვყევი ძველ ბილიკებს გამოგევნე
და გვიან მივხვდი რომ სხვა იყო, რომ მომეჩვენე...
და რომ არ დამხვდი,
მერე თავზე ცა რომ გალურჯდა...
სევდისფერ ქუჩას ღიმილი რომ პირზე შეაშრა
და რომ დამუნჯდა,
მას შემდეგ ყველა ქუჩა გახდა
ცივი... ქუჩური...
და მენატრება შენი ქუჩა
არაქუჩური...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები