_ შემოდგომაში საღამო მიყვარს. დიდი წითელი მზით და ჭრელად მოფრიალე, სიყვარულით ათრთოლებული ქალივით გაფანტული ფოთლებით მოფენილი. გაზაფხულში იასამანი მიყვარს, დილის ნამით გასველებულ-გაბრწყინებული. კიდევ მსხლის ყვავილობა..მათრობს თავისი მოზუზუნ-მოფუსფუსე ფუტკრებიან-ჭიანჭველებიანად. ზამთარში ასვეტილი ფანჯრებიდან დანახული თოვლით დამძიმებული ნაძვები მიყვარს, ბუხარში ალმოდებული შეშის ტკაცა-ტკუცი და სავარძელში ჩაწოლილი ფურცლებშემოყვითლებული წიგნი. ზაფხუშლი კი ის ალიაქოთი მიყვარს, რომელსაც ყველა, რატომღაც, დასვენებას უწოდებსო _ ამბობდა ჩურჩულით, თითქოს ცდილობდა ბგერის ხმაურით არ შეეკრთო, არ შეეშინებინა ის სიმშვიდე, რომელიც გარშემო დავანებულიყო. ამიტომაც ებრძოდა თავის თავში იმ ძლიერს, ყველაზე ნამდვილი რომ იყო იმ წუთას მასში _ სურვილი... თითებსა და თვალებში გამომწყვდეული სურვილი მისი თმების შეხებისა. _ და ყველაზე მეტად რა გიყვარს? _ ყველაზე მეტად?... ყველაზე მეტად ოცნება მიყვარს. _ოცნება?!რატომ?? _..ოცნება ის სამყაროა, სადაც ყველაფერი იდეალურადაა.. ჩემი წარმოდგენებით შექმნილი იდეალური სამყარო.. _ხო.. მეც მიყვარს.. გჯერა ოცნებების ახდენის?? _ კი. თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფერს შეძლებს. ანუ ადამიანს ყველაფერი შეუძლია, რაც უნდა. _ და შენ ისრულებ ოცნებებს? _ ..არა. _ რატომ? _ არ მინდა და იმიტომ. _ თუ არ გინდა, რაღატომ ოცნებობ მაშ იდეალურზე? _ ...იდეალური მანამდე დარჩება ასეთად, სანამ ის მიუღწეველი იქნება.. _ ..სურვილები?! _ რა, სურვილები? _ რით განსხვავდება სურვილები და ოცნებები ერთმანეთისგან? _ ... საერთო ის აქვთ, რომ ორივე სურვილია.. მაგრამ ოცნება უფრო შორეულია.. _... და ოცნება რომ სურვილად აქციო, არ შეიძლება? _ შეიძლება. ყველაფერი შესაძლებელია. სურვილიც შეიძლება აქციო ოცნებად... _ ... მგონი შენ ეგ გჭირს. სურვილები და ოცნებები ერთმანეთში გერევა... არ მესმის, რატომ უნდა აქციო სურვილი ოცნებად?!! _ ....ისეთი სურვილებიც ხომ არსებობს, დასაწყისშივე რომ არის განწირული... _ შენ თვითონ არ თქვი, ადამიანს ყველაფერი შეუძლია, რაც უნდაო?! _ კი. მაგრამ ადამიანს უნდა ის, რაც აკლია... ალბათ, არც იმდენად მაკლია, რაკი არ ვცდილობ, რომ შევძლო... _ ... სულ რომ აღარ გქონდეს? _ არ ვიცი... არც კი ვიცი... შეხედე, ის ვარსკვლავი რამხელაა... ცას აჰყურებდნენ. ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი მათ თვალებში ორ წყვილად გასარკულიყო და სურვილი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. 5. ვეთანხმები შენს გმირს იმაში, რომ ოცნება და სურვილი ცოტა სხვადასხვა რამაა... თუმც, ზოგჯერ ემთხვევა კიდეც... იასამანი მეც მიყვარს, ნეტა მალე აყვავდება? წარმატებები საყვარელო:) უმა თურმანი.
მადლობა:) იასამანი _ არც ისე მალე. გააჩნია, შენთვის რამდენად სწრაფად ან ზანტად გადის დრო :) 5. ვეთანხმები შენს გმირს იმაში, რომ ოცნება და სურვილი ცოტა სხვადასხვა რამაა... თუმც, ზოგჯერ ემთხვევა კიდეც... იასამანი მეც მიყვარს, ნეტა მალე აყვავდება? წარმატებები საყვარელო:) უმა თურმანი.
მადლობა:) იასამანი _ არც ისე მალე. გააჩნია, შენთვის რამდენად სწრაფად ან ზანტად გადის დრო :)
5. ვეთანხმები შენს გმირს იმაში, რომ ოცნება და სურვილი ცოტა სხვადასხვა რამაა... თუმც, ზოგჯერ ემთხვევა კიდეც... იასამანი მეც მიყვარს, ნეტა მალე აყვავდება? წარმატებები საყვარელო:) ვეთანხმები შენს გმირს იმაში, რომ ოცნება და სურვილი ცოტა სხვადასხვა რამაა... თუმც, ზოგჯერ ემთხვევა კიდეც... იასამანი მეც მიყვარს, ნეტა მალე აყვავდება? წარმატებები საყვარელო:)
4. და კიდევ, "ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი მათ თვალებში ორ წყვილად გასარკულიყო და სურვილი." ---->>> წინადადება არ გეჩვენება დაუსრულებლად? რა "სურვილი." ????????
:)))) დაფიქრდი და თავად გაასწორე. ჭკვიანი გოგო ჩანხარ. თამარ ბუკია.
კი, დაუსრულებელია, მაგრამ შეგნებულად დავტოვე ასე. ვინც წაიკითხავს, თავად დაასრულებს ის საკუთარ გონებაში :) მადლობა :) და კიდევ, "ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი მათ თვალებში ორ წყვილად გასარკულიყო და სურვილი." ---->>> წინადადება არ გეჩვენება დაუსრულებლად? რა "სურვილი." ????????
:)))) დაფიქრდი და თავად გაასწორე. ჭკვიანი გოგო ჩანხარ. თამარ ბუკია.
კი, დაუსრულებელია, მაგრამ შეგნებულად დავტოვე ასე. ვინც წაიკითხავს, თავად დაასრულებს ის საკუთარ გონებაში :) მადლობა :)
3. "ალბათ, არც იმდენად მაკლია" - ამას თუ შეასწორებ/გამართავ კარგი იქნება :) ზოგადად კი ცოტა ექსპერიმენტები ცხოვრებაში, სითამამე და შეიძლება რამე კარგიც დაწერო ) "ალბათ, არც იმდენად მაკლია" - ამას თუ შეასწორებ/გამართავ კარგი იქნება :) ზოგადად კი ცოტა ექსპერიმენტები ცხოვრებაში, სითამამე და შეიძლება რამე კარგიც დაწერო )
2. შემოდგომაში საღამო მიყვარს. დიდი წითელი მზით და ჭრელად მოფრიალე, სიყვარულით ათრთოლებული ქალივით გაფანტული ფოთლებით მოფენილი. გაზაფხულში იასამანი მიყვარს, დილის ნამით გასველებულ-გაბრწყინებული. კიდევ მსხლის ყვავილობა..მათრობს თავისი მოზუზუნ-მოფუსფუსე ფუტკრებიან-ჭიანჭველებიანად. ზამთარში ასვეტილი ფანჯრებიდან დანახული თოვლით დამძიმებული ნაძვები მიყვარს, ბუხარში ალმოდებული შეშის ტკაცა-ტკუცი და სავარძელში ჩაწოლილი ფურცლებშემოყვითლებული წიგნი.
ეს ნაწილი მომეწონა, მაგრამ... აი, ეს "მაგრამ" აფუჭებს საქმეს:
გაზაფხულ-ზე... შემოდგომა-ზე... და ზამთარ-ში... ზაფხულ-ში...
და კიდევ, "ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი მათ თვალებში ორ წყვილად გასარკულიყო და სურვილი." ---->>> წინადადება არ გეჩვენება დაუსრულებლად? რა "სურვილი." ????????
:)))) დაფიქრდი და თავად გაასწორე. ჭკვიანი გოგო ჩანხარ. შემოდგომაში საღამო მიყვარს. დიდი წითელი მზით და ჭრელად მოფრიალე, სიყვარულით ათრთოლებული ქალივით გაფანტული ფოთლებით მოფენილი. გაზაფხულში იასამანი მიყვარს, დილის ნამით გასველებულ-გაბრწყინებული. კიდევ მსხლის ყვავილობა..მათრობს თავისი მოზუზუნ-მოფუსფუსე ფუტკრებიან-ჭიანჭველებიანად. ზამთარში ასვეტილი ფანჯრებიდან დანახული თოვლით დამძიმებული ნაძვები მიყვარს, ბუხარში ალმოდებული შეშის ტკაცა-ტკუცი და სავარძელში ჩაწოლილი ფურცლებშემოყვითლებული წიგნი.
ეს ნაწილი მომეწონა, მაგრამ... აი, ეს "მაგრამ" აფუჭებს საქმეს:
გაზაფხულ-ზე... შემოდგომა-ზე... და ზამთარ-ში... ზაფხულ-ში...
და კიდევ, "ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი მათ თვალებში ორ წყვილად გასარკულიყო და სურვილი." ---->>> წინადადება არ გეჩვენება დაუსრულებლად? რა "სურვილი." ????????
:)))) დაფიქრდი და თავად გაასწორე. ჭკვიანი გოგო ჩანხარ.
1. ოდნავ კორექტირება... ცოტაედენი ცოცხალი საუბარი თემაზე და მაშინვე მიხვდები რა ცოტა აკლია ამ ჩანაფიქრს კარგ მინიატურამდე :) ოდნავ კორექტირება... ცოტაედენი ცოცხალი საუბარი თემაზე და მაშინვე მიხვდები რა ცოტა აკლია ამ ჩანაფიქრს კარგ მინიატურამდე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|