| ავტორი: მარი ჟანრი: პროზა 14 მარტი, 2012 |
ზოგჯერ, ადამიანთა არსებობის რაობაზე ფიქრი იპყრობდა ჩემს შინაგანს(ეს ყოველივე გარკვეულწილად ამოუცნობი იყო სხვათათვის) და მაინც, ეს უნებური გონების დაძაბვა ფორიაქს იწვევდა ჩემში, რომელსაც სივრცისადმი უაზრო მზერით გამოვხატავდი. თუმცაღა ცდა, საჭირბოროტო საკითხთა სწორი მიმართულებით წაყვანისა კვლავ მცდელობათ რჩებოდა. ერთადერთი, რასაც მივხვდი, საკუთარი თავის გამოყვანა იყო ამ ჩიხიდან რასაც გაშმაგებით ვლამობდი და ამის გააზრება ზიზღს მგვრიდა. მძაგდა ყალბი ბუნებრივობა (ეს ეხლაც ესეა). ინდივიდისათვის არსის მიმცემი, მისი ხასიათის მხარეთა თვალსაჩინოდ გამოსავლენი სწორედ ეს თვისებაა და როგორ შეიძლება მას ტყუილის, სიყალბის საბურველი გადავაფაროთ? ხშირად მახსენდება ხოლმე ზაფხულის ცხელი საღამო, ჰაერში ოხშივარი ბოლქვ-ბოლქვად იშლებოდა.მთვარე გაურკვეველი ღიმილით დაჰყურებდა ქვეყანას, ისეთი კაცს რომ დააფიქრებს. ფიქრი კი- აზროვნების დასაბამია. ალაგ-ალაგ ვარსკვლავებიც მოჩანდა, თითქოს ცას ღილებათ ჰქონდა ასხმული.ღამის ოდნავშესამჩნევ სიოს თან მოქონდა სიმღერის ტკბილი ჰანგები.ეს კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენდა ბუნე ბას.გაკვირვებამ მომიცვა ერთიანად და აუჩქარებელი ნაბიჯით გავყევი ხმას, რომელიც მნუსხავდა. ეს არ იყო ცნობისმოყვარეობის გამოვლინების მაგალითი, სხეულში საოცარი სითბო მეღვრებოდა, ვგრძნობდი ყოველი უჯრედით. რასაკვირველია ღამეში სიარულს შეუჩვეველს მიჭირდა გზის გაკვლევა ისე, რომ მიწის რომელიმე ამობრუნებულ ბელტზე ფეხი არ წამომ ედო.გუნებაში მეღიმებოდა საკუთარ ახირებულობაზე. ღამეში კარგად ვერ ვარცევდი, თუმცა გუმანით ვგრძნობდი ქალის სილუეტს ვხედავდი, წყაროსთან თითქოსდა ჩაჩოქილიყო. გამიკვირდა, რადგანაც ერთბაშად ვერ აღვიქვი თუ რას აკეთებდა. მაშინ კი ვინანე უმართებულო ნაბიჯის გადადგმა. როგორც კი საკუთარი გულის თქმას ავყვები არაადეკვატურად ვიქცევი- როგორც მეუბნებიან. წამიერად მივხვდი, რომ ქალს ჩვილი ჰყავდა მკერდზე მიხუტებული, სწორედ მისი ბაგენი გამოსცემდნენ ამ ჰანგებს, რომელიც სულს მიფორიაქებდა და თავს უსუსურად მაგრძნობინებდა.ყველაფერი ნათელი გახდა- ცხადად ვხედავდი დედა-შვილის მკვეთრ აღნაგობას და დაჟინებით დავაცქერდი. ქალის მზემოკიდებული სახე, საოცრად ნაღვლიანი თვალები და თითქოსდა გაბრაზებისაგან მოკუმული ვარდისფერი ბაგე, საოცრად ქალურს, მომხიბვლელსა და ახლობელს ხდიდა ჩემს თვალში. ხელები დაშაშრული ჰქონდა, კანიც დახეთქოდა ქუსლებზე, რაღაცნაირად ზერელედ, დაუდევრად ეცვა, ამ გარემოებამ დამაფიქრა. უეცრად თვალნათლივ დავინახე მისი ყოველდღიური ყოფა. ჩვილს გამალებით იკრავდა მკერდზე თან ღიღინებდა ვერც კი ამჩნევდა ჩემს გამჭოლ, უტიფარ მზერას. ვგრძნობდი საკუთარ აბეზარობას თუმცა, ნაბიჯსაც ვერ ვდგამდი უკან.მათრობდა ჩვილის სინაზე, მისი გაურკვეველი ბგერები და სიცოცხლეში პირველად, ხარბად ვეწაფებოდი ბედნიერებას. ვიგრძენი, მივხვდი მარტივ ჭეშმარიტებას: ბუნებრივობის ყველაზე დიადი გამოხატულება დედაშვილობაა. აი, რატომ მძაგს სიყალბე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. დამავიწყდა კომენტარი არაუშავს დახვეწა უნდა 3 დამავიწყდა კომენტარი არაუშავს დახვეწა უნდა 3
4. საერთოდ აზრი ვერ გამოვიტანე. და პირველი წინადადების მერე კითხვა რაღატომ გავაგრძელე, არ მესმის :)) ეტყობა რაობაზე ფიქრმა შემიპყრო :)))
საერთოდ აზრი ვერ გამოვიტანე. და პირველი წინადადების მერე კითხვა რაღატომ გავაგრძელე, არ მესმის :)) ეტყობა რაობაზე ფიქრმა შემიპყრო :)))
3. კი მაგრამ, მამაშვილობა საერთოდ არაფერი აღარაა?! ისე მართალი გითხრა მარი, საერთოდ არ წამიკითხავს, კომენტარებიდანც ჩანს, რომ ეს ტექსტი შორსაა ლიტერატურისგან. კი მაგრამ, მამაშვილობა საერთოდ არაფერი აღარაა?! ისე მართალი გითხრა მარი, საერთოდ არ წამიკითხავს, კომენტარებიდანც ჩანს, რომ ეს ტექსტი შორსაა ლიტერატურისგან.
2. " ღამეში კარგად ვერ ვარჩევდი, გუმანით ვგრძნობდი ქალის სილუეტს"
"ქალის მზემოკიდებული სახე"
ვიგრძენი მივხვდი ჭეშმარიტებას: ბუნებრიობის ყველაზე დიადი გამოხატულება დედაშვილობაა! ამ პროზის ღირებულება ესაა, რომ მიხვდი ! ბრავო!
" ღამეში კარგად ვერ ვარჩევდი, გუმანით ვგრძნობდი ქალის სილუეტს"
"ქალის მზემოკიდებული სახე"
ვიგრძენი მივხვდი ჭეშმარიტებას: ბუნებრიობის ყველაზე დიადი გამოხატულება დედაშვილობაა! ამ პროზის ღირებულება ესაა, რომ მიხვდი ! ბრავო!
1. ვიგრძენი, მივხვდი მარტივ ჭეშმარიტებას: ბუნებრივობის ყველაზე დიადი გამოხატულება დედაშვილობაა. ვიგრძენი, მივხვდი მარტივ ჭეშმარიტებას: ბუნებრივობის ყველაზე დიადი გამოხატულება დედაშვილობაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|