ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქართახანი
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2012


###

ინტუიცია გამიფუჭდა, არც ისე ქალური...
უფალს დავავიწყდი თუ მე დამავიწყდა ის,
ეშმაკმა უწყის...
ასეთ პირობებშიც კი, კვირაში ერთხელ
ყოველთვის გნატრობ...
რა ვქნა ასე უყველაფრომ?
ღმერთი დამაკლდა და ჩამამატეთ,ამავსეთ ღმერთით!
რათა დაიწყოს აპრილობა სულისა...
დღეს ის "მანეკენი" ვნახე, ყველაფერი რომ უჩანს
გარდა სულისა და მივხვდი,
არაფრით განსხვავდებიან ადამიანები მისგან...
დროს წელი ასტკივდა,ამდენი წლის ნათრევს,
გაიჭიმა და გაწყდა, ამოხდა სივრცე...
შენ კი გაწყვეტილი ნახევარივით უკან დარჩი,
რათა კვირის ბოლოს ისევ გინატრო,მარტის დასასრულს...
მანამ კი... გულის საკინძე შეიკარ, თორემ
გამოგიჩნდები!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები