ახლა გარეთ თოვს და ვგრძნობ რომანტიზმს, ჩემს სასთუმალთან სანთელი დნება. მომესმის ყურში ცხადად მოცარტი, ვხედავ, ის ბგერებს ვით ეფერება.
ცივა და ზეცაც ილტვის მიწისკენ, ფანტელი ცეკვით ასკდება ასფალტს... ჟინი სურვილის არსსაც ივიწყებს, და ურიგდება საკუთარ თავსაც.
მჯერა, ხვალ ვიტყვი: გუშინ ვიხილე- თვით რეკვიემი ღწვის და წვდომისა, სალიერია ჩემთვის განგება, პოეტურია თოვა ბრძოლისას.
დღეს არ ჩავიცვამ ჯაჭვის პერანგებს, აბჯარსაც გჩუქნით, ვის გსურთ, აიღეთ! მე დღეს ვაპირებ ფრთები მოვისხა, მაღლა ავუყვე ფიფქებს, ავფრინდე.
მერე აიღეთ ხელში ეს ლექსი, მოუსწრებელი, ვით რეკვიემი, სალიერებსაც უმალ შეუნდეთ... ახარეთ ქვასთან ლურჯი იები...
მერე თქვით გულში - ძლიერი იყო, ცადეთ ამ ლექსის დაბოლოებაც, თოვისას წერეთ, როს ფიქრი ფიქრობს და არ მოელის ტყუილ წოდებას.
მე კი, მე მარად რომ მეყვარება ფიფქები - სულის ეს სანიტრები, ყოველ თოვისას გაყინულ ქვასთან პერანგით მივალ და ავფრინდები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. განსხვავებული ხედვა. განსხვავებული ხედვა.
2. ჰო, კარგი იყო ++ ჰო, კარგი იყო ++
1. პოეტურია თოვა ბრძოლისას... მომეწონა ლექსი :) წარმატებები + პოეტურია თოვა ბრძოლისას... მომეწონა ლექსი :) წარმატებები +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|