 | ავტორი: სოფრომა ჟანრი: პოეზია 15 მაისი, 2012 |
აპრილის თვეში გაგზავნილი წერილი (ალუბლის ხეზე ყვავილებად დამსკდარა ცხელი სიმშვიდე...)
მე ისევ ვუცდი შენს წერილებს, ჯერ გაუხსნელებს ასე ნაცნობი მოთმინების მოტკბო გემოთი, სურნელით ყავის... ... ყველას ეშლება, ჩვენც სიყვარულს შეცდომას ვარქმევთ, და დამნაშავე ხელებს იქით ზევით, ცისაკენ გაგვირბის თვალი... ... ის პაწაწინა, პაწაწინა ცხელი სიმშვიდე ჩემს ალუბლისფერ ბაგეებზე დარჩენილია, წაშალე კვალი... ... მომეცი ხელი, ვითამაშოთ ისევ თამაში, ვაშიშვლებთ სულებს, მხოლოდ სულებს მიუძღვით ბრალი...
ივლისის თვეში გაგზავნილი წერილი (ქვემოთ, ბარში ზაფხულია, აქ დღეს ისე ცივა. . . სიტყვებიც ცივია გრძნობებივით...)
და ისევ ვუცდი შენს წერილებს, კვლავ გაუხსნელებს, ყავის სურნელში გარეულა ეჭვები მწკლარტე თამბაქოს ბოლი... . . . ჩვენ გავიმარჯვეთ, მივაძინეთ ჩვენი სულები, ხელები გულზე დავუკრიფეთ. მოვხუჭეთ თვალი- ურიცხვი ჭორი. . . . . . საბანიც კი არ მივაფარეთ აკანკალებულს, მივაძინეთ და ვისეირნეთ, ყვავილების მო-. . . ვქარგეთ მოლი. . . . . . იმ ბილიკებში ვეძებეთ და ვერ ვნახეთ კვალი, თოვლის საფარქვეშ ყვავილებად არეული სიტყვები შორი. . .
ნოემბრის თვეში გაგზავნილი წერილი (ქალაქს არ უხდება მალე დაღამება. დღე-ობა სრულდება მალე შენი მოსვლისა...)
თუ ისევ ვუცდი შენს წერილებს, ჯერ გაუხსნელებს, თოვლიან ქალაქს უგვირგვინო გაზაფხულად დატოვებს მთვარე. . . . ვიხეტიალეთ, ვუმეგობრეთ საოცარ ფერებს გულში ჩამწვდომი სიბრალულით ვანაკუწებდით ვნებიან ღამეს . . . მე მოგიხმობდი, შენ დუმილად მტკიოდი გულში, და სიამაყე, განურჩეველ შემთხვევათა დღე ცვლიდა ხვალეს. . . . უმთვარო ღამე ილეოდა შენს თვალთა ფერად, იცრიცებოდა სიტყვები და შეგრძნებები კვლავ "მოვა მალე". . .
თებერვლის თვეში გაგზავნილი წერილი (მერე რა, თუ ყველა წერილში სასვენ ნიშნებად ცრემლები იკითხება)
მე აღარ ვუცდი შენს წერილებს, ჯერ გაუხსნელებს, წაუკითხავად რომ იცვალეს, გაუხუნდათ ალუბლის ფერი. . . . . . შე-მოგეჩვიე, შემო-მაკლდი, შე-მოგრჩი უკვე და ყველა სიტყვად, გემოდ, ფერად არეული და- ვწერე ლექსი. . . . . . საოცარია, წასვლის წუთი მოვიდა როცა, ყველა წერილი, გაუხსნელი საიდუმლო მოვიდა შენი. . . . . . არ დავბრუნდები. . . არ მელოდო... არ მოვალ შვებად. სარკმელს იქიდან შეციებულ ბეღურად ჩანს გაწვდილი ხელი. . .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. არის კარგი ფრაზები. არის კარგი ფრაზები.
3. უმთვარო ღამე ილეოდა შენს თვალთა ფერად, იცრიცებოდა სიტყვები და შეგრძნებები კვლავ "მოვა მალე". . . :))
უმთვარო ღამე ილეოდა შენს თვალთა ფერად, იცრიცებოდა სიტყვები და შეგრძნებები კვლავ "მოვა მალე". . . :))
2. დიდი მადლობა, ვიკა, წარმატებები თქვენ... დიდი მადლობა, ვიკა, წარმატებები თქვენ...
1. ძალიან მომეწონა , ძალიან...+ 5
ყველას ეშლება, ჩვენც სიყვარულს შეცდომას ვარქმევთ, და დამნაშავე ხელებს იქით ზევით, ცისაკენ გაგვირბის თვალი... ძალიან მომეწონა , ძალიან...+ 5
ყველას ეშლება, ჩვენც სიყვარულს შეცდომას ვარქმევთ, და დამნაშავე ხელებს იქით ზევით, ცისაკენ გაგვირბის თვალი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|