ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოკო
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2012


* * *

ისე ჩუმად ეცემიან წვეთები,
ისე ჩუმად გაიარა ამ დრომაც...
ცივ ოთახში უშენობას ვეჩვევი
ხოდა თითქოს ოცნებამაც დამტოვა.

თითქოს შენზე ფიქრებია სამყარო,
თითქოს შენი სურნელია ჰაერი...
ახლა შენზე გიჟდებიან ლამაზო,
ეს ხელები. თითქოს სადღაც წავედი...

შენზე ფიქრი გახდა ჩემი პათოსი
არასოდეს ვემგვანები პურიტანს.
ვერ გავიგე საბოლოოდ რა მომდის,
ან ეს ფიქრი რა დასასრულს მოიტანს.

ახლა თითქოს დავიწყებას ვეძლევი,
ფანჯრებიდან ზეცის ტირილს ვისმენ და
ფერებსაც კი გაეცალათ ფერები,
ეს ხეებიც სევდიანად ირხევა...

ბოლო ცრემლი, საბოლოოდ დავწერე
(სადღაც ხუთი საბოლოო ნაწერი)
გადავხიე ნაწერები და მერე
დავწერე და სამუდამოდ წავედი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები