ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2012


შენ გეძახი!

შენ გეძახი!
შენ გეძახი,
ჩემო მზეო,
დავჭკნი ვარდი უწყლოდ,
ნუ დამალპე,
წვიმის წვეთო,
გამახარე მინდორს!
შენ გეძახი,
ჩემო ღმერთო.
მხევალი ვარ, ქვეყნის!
თუკი,
ზაფხულს არ იდარებს,
როგორ გავცემ სითბოს?
შენ გეძახი,
ცელქო ჩიტო,
ნუ ამკენკავ დღისით!
დამაცადე,
რომ ვიცოცხლო,
დამაჯერე,
რომ ღირს...
შენ გეძახი
წლების შემდეგ,
ვარდსაც უნდა სიტკბო!
ეკლებით კი ვიჩხვლიტები,
თუმცა გულით გიხმობ!
შენ გეძახი,
მთებო, ქვეყნის,
ზვავმა დაგცათ თითქოს?
დაიწყება თოვლის დნობაც,
არ შეშინდეთ დიდგორს!
მე გეძახით,
ბუნების ხე,
ნუ წამაქცევთ, ხალხნო!
სამშობლოა გასაჭირში
და ჩემს შველას ითხოვს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები