ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაკურ შაკიაშვილი
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2012


მრავალრითმოვანი სიმფონია

გულში ღრმადჩარჩენილ სითბოს გამოულევს,
ძლივსგა გადარჩენილ სულში მიათოვებს.
თაფლში განაჩენი ნაღველს გამოურევს
სულის დანარჩენიც სხეულს მიატოვებს.

გულზე ფიცარი და სულზეც ფიცარივით
თავად ვინც არის და გრძნობა ხელოვანი
თითქოს მიცანი და თითქოს მიცანივით
ფიქრით მღვიძარით და დუმილენოვანით.

ცოდვის კარებიდან ოდნავ გამოსული
გრძნობის ზარებიდან ერთი მგრძნობიარე
გულის ღარებიდან ვარდი ამოსული
თითქოს დაგნებდი და სიკვდილს მოგიარე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები