ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაკურ შაკიაშვილი
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2012


მიყვარს რადგანაც...

მზით განათებულ მთვარესავით ჩემკენ მოენთე,
და ჩამივარდი გრძნობაშემღვალ დამსკდარ ხელებში.
მიყვარს, რადგანაც მტვრიანია ისევ გოეთე,
უყვარს, რადგანაც იყურება პროზის ფერებში.

უფერულ ფერად ჩაყინული შედევრის მსგავსი
უძაფო მძივად ეწყობა და ამაყად ამკობს,
მიყვარს, რადგანაც პოეზიის გავტეხე ნავსი,
უყვარს, რადგანაც უჩვეულოს ჩვეულად ატყობს.

ტანში დავლილი ჯრუანტელი ბაგემდე მიყავს,
სხვისით მნათობიც გაიცინებს სატრფოდ მზე თუ ჰყავს.
მიყვარს, რადგანაც...... იმიტომ რომ უბრალოდ მიყვარს.
უყვარს, რადგანაც...... იმიტომ რომ უბრალოდ უყვარს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები