ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2012


მონოლოგი სარკესთან

შეატყობ სარკეს, ჩვეული მზერით ზედმეტად დაღლი
და უჩვეულოდ ფერი ეცვალა ნათხოვარ ქურთუკს,
რადგან გახუნდა... თხელ ნაკვთებშიაც დაგედო დაღი,
ატყობ ბერდები, თუმცა მაგ ფიქრებს დროს ფუჭად უთმობ.

სჯობს სათუთ დედას მოეალერსო ჭაღარა თმაზე
და ანუგეშო - მკვდრეთით აღმსდგარი პოეტი შვილი
მეორედ მოკვდი, როგორც სიცოცხლის საწყისი აზრი
და დარჩი ისე, როგორც ქალისგან გაწნული სილა,

რომ დაიკარგე, სადღაც ჯურღმულში სინათლის სხივი,
დაუწყე დევნა ვიწრო სივრცეში გედების გაშლას...
და უსათუოდ ბოლოს უგულოდ სარკესთან მიხვალ
და დაინახავ სარკის მიღმაა ედემის ვაშლი.

ჩაეწერები მემუარებში საყვარელ ქალსაც.
ტყვედ ჩაუვარდი (ფრონტის ხაზიდან) ბავშვობას მაშინ,
როცა ქუჩაში შენს პიროვნებას უხსნიდი მასას,
უკანასნელად, როცა შეეხე ჭაღარა თმაზე,

იმ მოგონებებს, რომელსაც ახლა დაარქვი დაღლა
და სამუდამოდ აჩუქე ნეშთად აპრილში ტალღებს.
არაფერია, თუკი ოცნება ფარულად დაგღრნის
და დამცინავად გეტყვის - აიღე ახალი ალღო.

არაფერია - გამხდარი სახე ქურთუკზე მეტად,
რომ გაგიხუნდა... გარეთ ვინც ნახე, მან რა თქვას მაშინ?!
ახლა ასე სჯობს, გვერდით ოთახში შენს სათუთ დედას,
მოეალერსო ჭაღარა თმაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები