ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფრომა
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2012


მიტევების დღე

ბგერათა იქით, სიტყვების თქეშში
ჩვენ გვავიწყდება ამბავი ერთი:
ჩვენ შეგვიძლია, ვემსგავსოთ შეშლილს,
მაგრამ ვერასდროს ვიპოვოთ ღმერთი.

დღეები მიქრის და აღარც მახსოვს-
ბოდიშის მოხდა მინდოდა იქნებ.
სურვილი ფიქრად ზეციდან მათოვს
ბოდიში თქვენკენ ბილიკებს იგნებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები