 | ავტორი: შალვა ჟანრი: პოეზია 25 აპრილი, 2012 |
ამ ქუჩის თავში მარტი იწყება, სუნთქვა ხშირდება, ნიავად მოჰქრის, მონატრებიათ ხეებს სიმწვანე, ქარის ალერსი, შრიალი ფოთლის.
აქ ყოველი ხის გაწვდილი ტოტი შენს სიფრიფანას მაგონებს ხელებს, მეფერებიან ქოჩორზე ანცად, ეს გაზაფხულიც უფრო მახელებს.
თავგზას მიბნევენ, დარდს მიქარვებენ, მეუბნებიან, რომ არის გვიან, მათთან დავრჩე და არსად წავიდე, ასე, ალერსით ნელ-ნელა მღლიან.
ჯანდაბა მე, რომ ძალა აღარ მაქვს, გზის ბოლომდე კი ცოტა მაკლია, ქუჩის თავში რომ მარტი იწყება, იმ ქუჩის ბოლოს შენი სახლია... 25.04.2012
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ქუჩის თავში რომ მარტი იწყება, იმ ქუჩის ბოლოს შენი სახლია...
არის აქ რაღაც პოეტური მიგნება...ლექსი არ მომწონს. ქუჩის თავში რომ მარტი იწყება, იმ ქუჩის ბოლოს შენი სახლია...
არის აქ რაღაც პოეტური მიგნება...ლექსი არ მომწონს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|