 | ავტორი: იელი ჟანრი: პროზა 22 ივნისი, 2012 |
ბექა დაიკარგა... და თან უკვალოდ... სამაგიეროდ, მეორე ბექა მოვიდა სახლში და ერთი ამბავი ატეხა დაკარგული მაისურის გამო. ბოლოს ჩათვალა, რომ სოფელში დარჩა და დაივიწყა...სამაგიეროდ მე არ დამავიწყდა მაისურის ახალი პატრონი და ხშირად ვფიქრობდი და ვნერვიულობდი მასზე. ვეძებდი გაფაციცებით ქუჩებში, მაგრამ,უშედეგოდ. ბოლოს იოსებიძის ქუჩაზე, მის პატარა ,,აპარტამენტებშიც'' მივედი, მაგრამ... ზაფხულმა უცებ გაირბინა და.. -სოფიი.. ვიღაც ზურგიდან მომვარდა და ძლიერად შემომხვია ხელები. გაოცებული შემოვბრუნდი და ჩემი პატარა ბექა დავინახე. გაზრდილიყო, სახეზე ნამზეური მოკიდებოდა და ეშმაკურად მეჭყანებოდა. -შენ მე ერთ დღეს გულს გამიხეთქავ.. ჩავეხუტე აჟიტირებული ბავშვს. სად დაიკარგე ადამიანო? -დავუცაცხანე მაინც.(ოხ ეს იმერული სიკაპასე.) -სოფელში ვიყავი._საქმიანი ტონით გამეპასუხა. -სად სოფელში?_ახლა ჩემი გაოცების დრო დადგა. -ბებიაჩემის სოფელში._გამიმეორა დაბეჯითებით. -ვინაა დედა ეს ბავშვი?_ჩაერთო დიალოგში დედაჩემიც. შუა გზაზე ვიყავით მაღაზიის წინ გაჩხერილები და გამვლელ_გამომვლელს მოძრაობას ვუფერხებდით. გავჩუმდი და სანამ შესაფერისი სტატუსი მოვარგე ბავშვს, ბექამ დამასწრო. -ვძმაკაცობთ რა. -ჰმ.. ხველება აუვარდა დედას.-თქვენ ძმაკაცობთ? -ხო დე, მერე აგიხსნი რა, ეხლა ამას დაველაპარაკები. ბექა რუსთავში გადადიოდა საცხოვრებლად. ვიღაც კეთილ, რაჭულ ოჯახს შვილად უნდოდა აეყვანა, სახელმწიფო დაფინანსება გაუკეთებიათ ბექასთვის 500 ლარამდე თვეში და თავისთან გადაყავდათ. ეხლაც, მათ ელოდებოდა და რუსთავში უნდა წაყოლოდა სოციალურ აგენტთან ერთად. მეც ნაჩქარევად გამოვკითხე ამბები და რუსთავში გავყევი. ფალიაშვილის ქუჩაზე გავჩერდით,მანქანიდან ბექა დინჯად გადმოვიდა და გვერდით დამიდგა. გული უსიამოვნოდ მომეწურა. რაღაც არ მომწონდა და რა, ვერ გავიგე. პირველსავე სართულზე შევედი და გავოცდი. დიდი, ლამაზი ბინა იყო, მოსიყვარულე ხალხი და უთბილესი ოჯახის დიასახლისი, ქალბატონი მანანა. ბექა მისვლისთანავე გულში ჩაიხუტა. სახლს მონადირის მწევარივით შემოვურბინე და ყველაზე განაპირა ოთახში შევიჭყიტე. ბექასთვის იყო ალბათ განკუთვნილი. სათამაშოებით მოერთოთ და საწოლი დაედგათ. კუთხეში კომპიუტერი დავლანდე, საწოლის მოპირდაპირე მხარეს სამეცადინო მაგიდა. საწოლზე ახალი ტანსაცმელი. მგონი ბედს არ უნდა უჩიოდეს ბექა, მაგრამ, რაგაც მაინც არ მომწონდა. კარები ვიღაცამ შემოხსნა და ფაქტზე წასწრებულივით შევცბი. კარებში 22 წლამდე ასაკის ბიჭი იდგა და გაოცებული მიყურებდა. დუმილი ისევ მე დავარღვიე. -გამარჯობა. -გაგიმარჯოს. ეხლა არ თქვა, რომ შენც გიშვილა მამაჩემმა, თორემ, გავგიჟდები. -ნუ გაგიჟდები, მე არ ვაპირებ შენს ოჯახში ჩასახლებას._მივახალე უკმეხად. -რა იყო, გეწყინა?_გაუკვირდა რატომღაც. -შენი აზრით, ასეთი მასპინძელი რომ დამხვდება, არ მეწყინება? -იმ ბავშვის ვინ ხარ? -მეგობარი. -მერე შენთან ვერ წაიყვანე თუ მისი მეგობარი ხარ? -თქვენ ვინმემ დაგაძალათ? -მამაჩემმა. -მერე რატომ დათანხმდი? -რა უნდა მექნა? საღვთო საქმეს ვაკეთებო, აიჩემა._აიმრიზა და კარებს მიეყრდნო. -შენ რატომ ხარ მერე მამაშენის არჩევანით უკმაყოფილო? -უბანში რა ვთქვა? ვინაა ეს ბავშვიო? ყველას მამაჩემის ნაბიჭვარი ეგონება. -ვის ეკითხება მერე თქვენი პირადი საქმე?_გავცეცხლდი ისევ. -არავის, მაგრამ, რა პონტია ტო... ოთახიდან უკანმოუხედავად გამოვვარდი და ბექას ჩავავლე ხელი. -წამო, უნდა დაგელაპარაკო._წავჩურჩულე. დინჯად გამომყვა, თვალებში სიხარული ჰქონდა ჩამდგარი.... მოკლედ.. ბექა დაიტოვეს, ჩემი პატარა მხეცუნა აღარ გადამეყრებოდა დილით ან საღამოთი პეკინზე და აღარ შემომხვევდა ხელებს მხიარული შეძახილებით. მოვდიოდი და მთელი გზა საკუთარ თავთან პირობას ვდებდი, რომ ბექასთან ხშირად ჩავიდოდი და ვნახავდი. მოვდიოდი და მაინც რაღაც არ მომწონდა საშინლად.. ალბათ, ვეჭვიანობდი..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მართლა ესეაა.:) მალე დავამატებ ახალ თავს. გუშინ ვიყავი რუსთავში. მართლა ესეაა.:) მალე დავამატებ ახალ თავს. გუშინ ვიყავი რუსთავში.
4. ჰო.... ნეტავ მართლა ასე დამთავრდებოდეს პატარა მხეცუნიას ამბავი...
რამე რომ მოხდეს ცუდი, მაგრად მეწყინება ისე :)
5 რა თქმა უნდა. მშვენიერი მოთხრობაა პატარა მაწანწალაზე და ქართულ სინამდვილეზე. ჰო.... ნეტავ მართლა ასე დამთავრდებოდეს პატარა მხეცუნიას ამბავი...
რამე რომ მოხდეს ცუდი, მაგრად მეწყინება ისე :)
5 რა თქმა უნდა. მშვენიერი მოთხრობაა პატარა მაწანწალაზე და ქართულ სინამდვილეზე.
3. კი მინდა ხშირად ვწერდე მაგრამ არა მაქვს მართლა დროო:(
კი მინდა ხშირად ვწერდე მაგრამ არა მაქვს მართლა დროო:(
2. წავიკითხე წინა თავებიც. მომწონს ბექაც და შენც. :) ასე დიდი ხნით ნუ დაიკარგები რა... წავიკითხე წინა თავებიც. მომწონს ბექაც და შენც. :) ასე დიდი ხნით ნუ დაიკარგები რა...
1. კარგად ყვები. სამწუხაროდ, წინა ღავები არ წამიკითხავს, ახლავე ვნახავ. კარგად ყვები. სამწუხაროდ, წინა ღავები არ წამიკითხავს, ახლავე ვნახავ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|