ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გულის ვაშლი
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2012


სადღეისო ლოცვა

ათი,
ასათი,
ათასათი წელიწადია _
რაც დამდევს უკან
საზარელი შიში ყოველგან_
აურაცხელი გონდახშული მორწმუნეების,
თუ ღმერთები ხართ _
მოსპეთ ყველა სანთელი მათი!
დაშრიტეთ ყველა დანთებული მათი კანდელი!
ჩააქრეთ მათი ჭრელაჭრულა ჭაღები!_რათა
კვლავ დაემკვიდროს _____ "იქმნენ ნათელი!"
და არ მიიღოთ არც ერთ კარზე იმათი საღმრთო,
რომელიც მათი კი არ არის_ მოპარულია!
მათი შეთქმული შესაწირიც კი უაჰრყავით,
რამეთუ, თავად წმინდა რწმენა არ შეიწირონ,_
რწმენა მაღალი,
რწმენა _ სუფთა,
რწმენა_მართალთა.
თუ ღმერთები ხართ_
გევედრებით: დაიხშეთ ყურნი
იმათი ლირწი, შემპარავი ლოცვის წინაშე,
ზეპირ-
აწონილ-
აზომილი ლოცვის წინაშე,
რითაც, თავს როდი იტყუებენ _ თქვენ გატყუებენ.
კმარა!
ერთხელ და სამუდამოდ შეიგნეთ,
ღმრთის მაგინებელიც კი ნაკლებად სალანძღავია,
რამეთუ, იგი განარისხა თვით რწმენამ,
ასე
სისხლიანმა და დაკოდილმა,
დაგულ_გვემულმა,
გულისმომწყვლელმა რწმენამ_ბავშვმა,_
რომელიც იშვა
მხოლოდ იმიტომ, მერე მამა რომ გამხდარიყო.
და თქვენც თუ მართლა მამები ხართ,
ის მოსაკლავად
არ დაანებოთ,
არ დაუთმოთ ცრუმორწმუნეებს.

_ ბავშვის დამარხვა რამდენადაც ძნელია,
მისი გაზრდა იმდენად და
უმეტეს ძნელია, ძნელი...

პარუირ სევაკი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები