ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაკუ
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2012


ღმერთი არ გვტოვებს არცერთი წამით

მე აღარ ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე
მე აღარ ვფიქრობ რა მოხდა გუშინ,
მე ღარ ვფიქრობ აღარაფერზე
მე ღმერთს მივენდე სუყველაფერზე.

გული მტკივა რომ ხალხი უფალს გმობს
უფლის გარეშე უნდათ იცხოვრონ,
მერე უღმერთოდ გზას ვერ აგნებენ
და დანაშაულს ისევ ღმერთს დებენ.

ღმერთი კი მაინც მოწყალე არის
სიკეთით გვიხდის სამაგიეროს,
მხოლოდ ერთ რამეს გვთხოვს და გვიბარებს
რომ ერთმანეთი ყველას გვიყვარდეს.

ჩვენ ვერ ვუსრულებთ ამ ერთ თხოვნასაც
ის კი ზემოდან გვიცქერს და გვითმენს,
ადამიანი როდესაც ხარობს
მაშინ მას ციდან უფალი წყალობს.

უფალს ვუყვარვართ ყველაზე მეტად,
ჩვენც ასე უნდა ვიყოთ მის მიმართ
საუბედუროდ ასე არხდება
და გაურკვეველი გზით მივდივართ.

თუ ღმერთზე ვფიქრობთ გვახსოვს და გვიყვარს
თუ თუ უფალთან ვართ გონებით სულით,
თუ მოვიქეცით როგორც გვასწავლა
მაშინ გვახარებს ის მთელი გულით.
მე მიტომ არ მაქვს ძველი ფიქრები
მჯერა უფალთან კარგად ვიქნები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები