ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოკო
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2012


* * *

ნახე, ქუჩებს ატყვია შემოდგომის ფერები...
შენთან მოვალ ძვირფასო...
მზეს მოგიტან...
მძინარეს
გაკოცებ და ხელებზე ისე მოგეფერები,
რომ ყოველი წამი და გათენება გიყვარდეს...
...თუმცა...
ისე შორია...
მიჭირს შენთან მოვიდე...
(უშენობით ძვირფასო ყველა ტკივილს აჯობე)
და შენც გახდი სხვებივით
და შენც გახდი მორიგი
ვინც წავიდა უჩემოდ
(ვინც... უჩემოდ დამტოვე...)
და სულ მალე ძალიან, ძალიან შორს ვიქნები...
...გამოაღეთ ფანჯრები,
ცაში მინდა გავფრინდე
ბეღურებთან...
ძვირფასო, სანამ დაგავიწყდები
ერთხელ მაინც წამოდი
(ერთხელ მაინც) სახლისკენ,
სადაც მე გელოდები,
სადაც წვიმს და ქარია
უშენობა...
ყოველი წამი არის სიკვდილი.
სადაც ვდგევარ მარტო და მენატრები ძალიან...
...ფრთებს გავშლი და სახლიდან სახლს დავტოვებ ნისლივით
ჩუმად.
ქუჩებს ატყვია შემოდგომის ფიქრები.
ჩუმად, უნდა წავიდე
(მეძახიან მოლები
შორიდან)... და ძვირფასო, როცა აღარ ვიქნები,
როცა სხეულს დავტოვებ,
როცა არ გეყოლები,
მოხვალ ჩემთან სახლში და ჩემს ფანჯრებთან დაგხვდება
(უშენობით დაღლილი) ჩემი ძველი რვეული
და ყოველი ტაეპი დაგიტოვებს თვალებთან
ცრემლებს,
როგორც ტკივილებს...
როცა არ გეყოლები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები