ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეთრი ობამა
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2012


ღმერთო ხანდახან შენც ო ც ნ ე ბ ო ბ....

ღმერთო ხანდახან შენც ოცნებობ...
და მაშინ როცა ჩვენ ერთმანეთს ვუკითხავთ ლოცვას
ისეთი თბილი თვალები გაქვს
გულწრფელად გეტყვი მეცოდები ღმერთობისთვის,
ერთხელ ხომ ეცვი ჯვარზე ჩემო მეგობარო
და ადამიანებს რომ უყურებ ხვდები? რომ
სიამოვნებით იგივეს გავიმეორებთ, არაა საჭირო
ბარაბა და ყაჩაღი ვინმე...სულ ერთი ჯვარი, ერთი
გვირგვინი (ეკლის) და შოლტი რამდენიც გინდათ..
ღმერთო ხანდახან დედაჩემივით მეცოდები,
ამდენს წვალობს და მე ყოველდღე
ქუჩაში ვდგავარ, ლოდინში წვიმის, გამო იმისა
რომ ლექსი დავწერო, ან ყველას მზერაში
შენი სიავკარგე დავინახო...
ღმერთო მაპატიე, დღეს არ გაწვიმდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები