ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2012


სინანულის ლექსი(”ლექსები გამოფენა 2012”)

სინანულის ლექსი

დამეღალა ხელი,ჩამიყარეთ ხურდა,
აღარაფერს ველი,არც ეს ყოფა მსურდა,
ადრე ჩვეულებივს ვეწეოდი ჭაპანს,
ახლა ჩამოძონძილ მოგონებებს ვკაფავ.
დამეღალა ხელი,დამეღალა სული,
უწინ ასე ძლიერ არ ვეძებდი სითბოს,
დამეხმარეთ ვინმემ,დამიყარეთ ფული,
მათხოვრობას ვბედავ და შენდობას ვითხოვ.
დამეღალა ხელი,ჩამიყარეთ მადლი,
სინანულის ცრემლი ჩააყოლეთ ცოტა,
რომ უმწეოს მშველით დაგინახავთ ღმერთი,
გულით უფალს შევთხოვ,რომ შეგინდოთ ცოდვა.
ყინვას სითბო დაღრღნის,გულის კედლებს დარდი,
მე ჩემითვე შევძლებ ჩავეჭიდო იმედს...
ამ ცხოვრებას სიმწრით მივათრევ და დაღლილ
ბედისწერას ალბათ მოვუნახავ მიზეზს…
ადრე ჩვეულებივს ვეწეოდი ჭაპანს,
ახლა ჩამოძონძილ მოგონებებს ვკაფავ...
აღარაფერს ველი,არც ეს ყოფა მსურდა,
დამეღალა ხელი,ჩამიყარეთ ხურდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები