| ავტორი: ნუცი ჟანრი: პროზა 22 მაისი, 2012 |
მინდა მოგიყვე ამ ქალაქის უმწეობაზე გრძნობასთან ბრძოლაში.გავყვე მის თითქოს ლამაზ ქუჩებს, ხეივნებს და გადმოგცე ჩემი განწყობა, რომელიც მეუფლება, თუმცა ვერ ვახერხებ. ეს იმის ბრალია რომ, უსახოა ეს განწყობა, უფერული და არაფრისმთქმელი.ასეა, როცა ვერ სწვდები რაიმეს სიღრმეს. და ვერ ისისხლხორცებ. ეს არ არის ჩემი ქალაქი. მე აქ სტუმარი ვარ,საზაფხულო ტურისტებზე უფრო დიდხანს შემორჩენილი და ყოველი დილა იწყება ერთი სურვილით: გამაჩნდეს ფესვები, სადაც საკუთარი ნებით მივეჯაჭვები.ჩემი ფესვები- საიდანაც ვიარსებებ.ახლა კი ჰაერში ვკიდივარ საჰაერო ფრანივით და ჩემს ქვევით ტორტმანებს დედამიწა,ეს ამოდენა სახლი და სამზეური ყველასათვის. . . სარკმელ ღია სივრცის იქით, სველი სიბნელე ილოკავს გამაძღარი პირუტყვივით ჰაერის სინოტივეს. აშმორებულია კაცთა მოდგმის ფარისევლობით ბებერი მიწა და ნელ-ნელა იხრწნება იმედების ადრე დიდი და დრო-ჟამისაგან დაპატარავებული სკივრი. მეც ვიტყუები. . . ვიტყუები იმისათვის, რომ არ გეტკინოთ თქვენ და დარჩეთ ისეთივე მარტივები, როგორებიც ხართ. სიმარტივე სიბრიყვე არაა. ის ყველაზე ნეიტრალური მდგომარეობაა ამ რთულ სამყაროში და ვცდილობ გავუფრთხილდე თქვენს ნეიტრალიზმს. დისბალანსის შემთხვევაში, თქვენ ვეღარ შეძლებთ აგრერიგად მომიფრთხილდეთ მე. თქვენ არ შეგეძლებათ მოიტყუოთ ჩემებრ კეთილად. გამოვიხურე შენი სახლის კარი. დაგტოვე შენებთან და ჩემს ნაქირავებ ოთხ კედელში,საკუთარ სიმარტოვეს ჩავეხუტე, რომელსაც ბალიშზე შენი სუნამო შერჩენილი არომატიც აქვს.ჯერ კიდევ გუშინ, საოცრად მშვიდად ჩაძინებულს გიყურებდი, ვგრძნობდი რომ საერთოდ ვეღარაფერს ვეღარ განვიცდი სევდის გარდა ამ ცხოვრებისაგან და ამიტომ შენ, ვერ გიმეტებ ამისათვის. თუმცა დრო, ზამბარასავით დაჭიმულ სიხისტეს შენი მხრიდან, ერთ განზომილებაში უყურო ცხოვრებას-ოდნავ მოადუნებს.შენც სხვა ადამიანებივით შეეგუები იმას, რომ შვილები დიდები არიან. მიუხედავად იმისა, რომ გავიდა წლები, ვერაფერს ვერ შეცვლი და არც ეს შეუცვლელობა შეგაწუხებს ძლიერად, იმიტომ რომ შენს გვერდით ცოტახნით მაინც იდგა ადამიანი,რომელმაც განგაცდევინა შენთვის შესაძლებელი აღქმადობის მაქსიმალური ხარისხით გააზრებული უშინაარსობის ყველა დეტალი. ფოკუსირებული მზერით ადვილი ასაღქმელია შავის ირგვლივ არსებული თეთრი. . . ვერ გეტყვი რას ვფიქრობ, როცა სივრცეში მეყინება მზერა. ალბათ არაფერს. მზის ნათელი, ზოლად გადებული მესერია რეალურსა და ირეალურს შორის. უფრო მგონია რომ ახალ ფეხადგმულ ბავშვივით ვეჭიდები ამ მხურვალე მესერს და ვსწავლობ გადავდგა ნაბიჯები წინ, თან გზას ვინიშნავ-უკან ვბრუნდები. ოცდაათი ნაბიჯი წინ, ოცდაათი უკან.ახლახანს აღმოვაჩინე რომ ისევ საწყის წერტილზე ვიდექი-დაბადებიდან ათვლის წერტილზე და საკუთარი თავის კრიტიკას შევუდექი. . . . არადა იქ, მზესთან ახლოს ირეალურში, მე ბედნიერი ვარ.საღამოობით როცა სავსე მთვარეობაა,სარკესავით ნათელი და გამჭვირვალეა მხურვალე მესერის დასასრულის დასაწყისი,სადაც მე ჩემს თავს ვხედავ. სიცხისაგან სულ გავითანგე. მითხრეს ბოდავდიო.ოთახში ძმრის სუნი ტრიალებს.ჩემი შვილი მივლიდა მთელი ღამე.-როგორ ხარ ეხლა?-ისეთი მისუსტებული ხმით მითხრა,ხმაში ეტყობოდა ძალიან რომ დაღალა ამ ერთმა ღამემ. საკუთარი თავი შემეზიზღა უსუსური რომ აღმოვჩნდი ტემპერატურად გადაქცეული დარდის წინაშე. არადა გარეგნულად არ მეტყობა სულის ასეთი ტკივილი. ჩემს საწყის წერტილს ვუბრუნდები.რადაც არ უნდა დამჯდომოდა მინდოდა დასასრულის დასაწყისამდე მიმეღწია. მესერზე მაგრად ჩაჭიდებული ხელები დამეწვა. აზრზე მოსულმა დედის დაბნეულ თვალებს წავაწყდი.საოცარი თვალები აქვს დედას.ზღვისფერი და ზღვასავით სველი. მის თვალებში ცრემლები ბრჭყვიალებს, როგორც ზრვაზე მზის მცხუნვარებისას ილუზიური ბრილიანტები,ტალღების შხეფებისაგან აკინძული. სიბლანტის შეგრძნება თერმომეტრის ვერცხლის წყლის ნახვის შემდეგ და კლინიკური სიკვდილის რამდენიმეწუთიან სივრცეში განვიცადე. იქიდან ბლანტია ჰაერიც და ხმაც. ისევ ჩემს მესერს ვუბრუნდები ნაბიჯებით წინ წაწევის სურვილით და ვხურავ გონებისმიერით ასაღქმელის აქეთა ფარადს. როცა უმიზეზოდ მამცირებდნენ უგუნურთა პატარა ბრბო, ვიტანდი. ქართული მენტალიტეტი –შვილი და ოჯახი.მერეც ვიტანდი იმ ტკივილს ხორცს რომ იარებში მარილს აყრიან.რამდენჯერაც გავიქეცი,იმდენჯერ დავბრუნდი და ყოველი დაბრუნება იყო იმედი,რომელიც არ ცვდებოდა.ერთ დღეს კი საკუთარი ხელით ამოვიგლიჯე ეს კეთილთვისებიანი წანაზარდი ჩემი ორგანიზმიდან და შევრჩი ცხოვრებას პირღია ხახის წინ,ერთი განსხვავებით-პრინციპები გამაჩნდა. ზედმიწევნით დაცული ასეთი ტიპის პრინციპები, დროთა განმავლობაში ნაწი-ნაწილ განგრევს და ხორცის თითო ნაჭრის ათლით უყორავ მუცელს კეთილ ფასკუნჯს,რომელსაც ადამიანური სიამაყის ზენიტში აყავხარ,ზრაპრისაგან მცირედი განსხვავებით; ის ხორცს ვერ გიბრუნებს ენიშ ქვეშ დამალულს იმიტომ რომ,ბრბოს კვებავდა,ვისი გვერდის ავლითაც ვიკვალავდით გზას. ერთი ნაბიჯი გადავდგი წინ და რომ არ წავქცეულიყავი, მზის მესერს მაგრად ჩავწიდე ხელი. მძივი გამიწყდა ზიზილ-პიპილო თვლებისაგან აკინძული და ოთახში ლამაზ მელოდიად დაიყარა. დედა მანამ ჯავრობდა სანამ ოთახს გვიდა. ოთახის კუთხეები მოვათვალიერე.მინდოდა დედის ,,თავდასხმას” გადარჩენილი თვლები მეპოვა,ვიპოვე კიდეც რამოდენიმე. გამიხარდა. შეძლეს და თავი აარიდეს ,,სამარცხვინო მობოჭვას”.მუჭში ჩავიყარე ექვსი სხვადასხვა ფერის.ისევ მოვავლე თვალი ოთახს და ზუსტად იმ ადგილას სადაც მძივი გაწყდა ერთი თვალი შევნიშნე. ის არც კი გადაადგილებულიყო საწყისი წერილიდან. ისევ იქ იყო და მაინც გადარჩა. უკვე რამოდენიმე ხანია უცხოების ხმა ჩამესმის ისევ სიბლანტიდან.დროს ვერ ვარჩევ. მძივის თვლები ერთმანეთის გვერდიგვერდ დავაწყვე. ის მეშვიდე ცისფერი იყო ცასავით და ალბათ ამიტომ ვერ შენიშნა დედამ. განსხვავებულები მოხერხებულად იმალებიან,ჩვენს მსგავსს კი ვერ ვამჩნევთ, ვერაღქმის გამო. და თუ აღვიქვამთ ძალიან იშვიათად. მეორე ნაბიჯი-ეს უფრო რთული და ამავდროულად სასიამოვნო აღმოჩნდა. შიგადაშიგ ვიღაცის შეხებას ვგრძნობ. დადუ არ ცილდება ჩემს გონებას.ჩემი დადუ . . . ადამინმა, რომელმაც შეძლო და ორი წლის განმავლობაში ცხოვრებისაგან მისთვის დაწესებული მოსარგები როლიდან ყველა მოირგო და მერე ჩემს წინაშე კინო-კადრებივით ჩაატარა თავისი ,,მე”. წყენა უფრო დიდი იყო, ვიდრე სიბრაზე. სიყვარული უფრო მეტი იყო,ვიდრე სიყალბე. გაურკვევლობა კი დააბოტებდა ჩემს სიახლოვეს სადაც უსაშველოდ ციოდა და ერთი დიდი სიცარიელე იყო,უსახსროდ და უშინაარსოდ დარჩენილი.მაშინ პირველად გალოკა ჩემთვის უცნობ სურათად სარკმლის მიღმა სველმა სიბნელემ ჰაერის სინოტივე. მიყვარდი. . . და წახვედი.მეც ვეცადე განვთავისუფლებულიყავი შენგან. ამ ბრძოლაში წარმოიშვა ჩემი ორი სამყარო.შენ ირეალურში გადაინაცვლე რეალურში კი სხვა დასახლდა,თუმცა დროებით. მან მიერთგულა. . . მიხაროდა მისი სიხარული,ტკივილი მტკიოდა. და ეს არ იყო მადლიერების გრძნობა, ეს ერთგულება იყო, ერთგულებისათვის. და სადღაც ახლოს მზის მესერის იქეთ ყოველთვის იყავი შენ. ეექვსი ნაბიჯით შევძელი მოახლოება და სულ რაღაც ერთიღა მრჩებოდა შენამდე. მე ფიცი მივეცი ჩემს თავს, რომ საკუთარი კეთილდღეობის გამო, რომელსაც შენთან თანაცხოვრება მომიტანდა,არ შევხებოდი შენს ოჯახს. მჯეროდა შენ ვერ შეძლებდი დაგენგრია ის, რასთან ერთადაც მოიხარშე,რაც შეხედულებათა ჩვენეული მიდგომებია. მეშვიდე ნაბიჯი. . . . ცისფერია შენი თვალები. . . იქ, მზის მესრის იქეთ შენ ვერ მამჩნევ. არც სიტყვები, არც შეხება. . . მხოლოდ ცოტახნით დააცქერდი დაჟინებით სივრცის იმ ნაწილს რომელიც მე მიკავია. ძალა რომ მქონდეს შერჩენილი, დავიყვირებდი. იქნებ შეგხებოდი კიდეც ჩემი სიცოცხლის მეშვიდე თვალს. . . ჩემს ბავშვობასა და ნატვრადვე დარჩენილს. ზურგს მაბრუნებ და უჩინარდები. შვიდი ნაბიჯით უკან საწყის წერტილამდე დაბრუნების მომენტი ვერცხლის წყლის სისწრაფით გასრიალდა დროის შუალედში. -დე როგორ ხარ?-ჩემი შვილის თვალებში იმედია. მისი თვალები საოცრად გავს მამის თვალებს. -მოგიკვდეს დედა-დედას ისევ ბრილიანტებად უბრჭყვიალებს თვალებში ცრემლი.-შვიდი დღეა იწვი სიცხისაგან. მოგიყვე მინდა ამ ქალაქის უმწეობაზე გრძნობასთან ბრძოლაში.გავყვე მის თითქოს ლამაზ ვიწრო ქუჩებს,ხეივნებს და გადმოგცე ჩემი განწყობა, რომელიც მისით მეუფლება,თუმცა ვერ ვახერხებ,რადგან საზაფხულო ტურისტების მსგავსად ძალიან ცოტახნით ჩამოვდივარ.წელიწადში მხოლოდ ექვსი დღე და მეშვიდე დღეს ვბრუნდები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. "სარკმელ ღია სივრცის იქით, სველი სიბნელე ილოკავს გამაძღარი პირუტყვივით ჰაერის სინოტივეს." - ეს რაღა უბედურებაა? "სარკმელ ღია სივრცის იქით, სველი სიბნელე ილოკავს გამაძღარი პირუტყვივით ჰაერის სინოტივეს." - ეს რაღა უბედურებაა?
2. რაღაცნაირად მიმზიდველია. რაღაცნაირად მიმზიდველია.
1. მოგიკითხე,ჩემო კარგო... მომენატრა აქ მოგიკითხე,ჩემო კარგო... მომენატრა აქ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|