 | ავტორი: თოკო ჟანრი: პოეზია 26 მაისი, 2012 |
სვავების ფეხებთან მგელია საწყალი, დაჭრილი, მტრებისგან არ ელის შენდობას... დაფლეთილს უღონოდ აღმოხდა წკავწკავი, სვავებს რომ აქამდე მოკლული ეგონათ, გაიგეს ცოცხლობსო ოხერი. ვერაგი მზერა აქვთ თვალებში. გაშალეს ფრთები და... მგელი კი ცდილობს და ვერ ადგა ვერაფრით. სვავებიც მიხვდნენ რომ საჯიჯგნი ელოდათ... დასხდნენ და მდუმარედ დაუწყეს ლოდინი. „-მიყურეთ, სვავებო, მგელი ვარ იცოდეთ!“ „-ჩვენთვის კი უბრალო ხორცი ხარ მორიგი...“ მიუგო ერთ-ერთმა შიშით და მდუმარედ...
* * * ღიმილი გაუჩნდა მგელს მგლური სახეზე: „-ეჰეი, სვავებო, ნეტაი მაჭამა ეგ თქვენი ხორცი რომ მიწაზე გაჩერებთ... მაგრამ დღეს... მეთვითონ მოვკვდები ამაღამ... შემჭამეთ, სვავებო! ეგ თქვენი წესია... ღმერთია მოწამე ის, რაც მე შემეძლო, ვიბრძოლე ბოლომდე, ვიომე. ჰეი და შემჭამეთ, რას უცდით ბინძურო სვავებო?! შემჭამეთ, ახლავე! ბრძოლა მსურს. სისხლიან კუნთებში ძალაც კი არა მაქვს, თუმცაღა რას ვამბობ?! სვავებმა საიდან იციან ამ გულის ვარამი?! მე კიდევ ამაღამ წავალ და ვინ იცის სად წავალ. ეს ხორცი ლეშადვე დარჩება (თქვენს თვალში ლეშია)... შემჭამეთ მთლიანად, თუმცაღა ეს გული რომც ჭამოთ ჩემია, რადგანაც ჩემშია ეს მგლური ბუნება, ღმერთმა რომ მიბოძა... აგერ დღეს რამდენი ტკივილი ვიხილე... ნეტაი ოხერმა საიდან იცოდა ის ჩემი ბუნაგი ?!... იმათი ჭირიმე... როგორი ანგალი ცელქობა იცოდნენ, როგორი პატარა თათებით ხტომა და სადამდეც შეეძლოთ ისინიც იბრძოდნენ, მე კიდევ იმათი შველაც ვერ მოვასწარ...“ * * * გაჩუმდა მგელი და ცრემლები მოადგა. (უხმოდვე იცდიდნენ ვერაგი სვავები). შიმშილის, ძღომის და სიმხდალის მონათა მგელს მისჩერებოდნენ მშიერი თვალები...
* * * გაისმა ყმუილი. წამოდგა მგელი და უღონოდ ისევე მიწაზე დაეცა „-სვავებო, იხარეთ! მემგონი ვკვდები და...“ სვავებსაც მოუნდათ პასუხი გაეცათ, თუმცაღა გაჩუმდნენ, სიტყვები შეაშრათ, მგელმა რომ ხელახლა ყმუილი დაიწყო... „-ამ ჩემი სიკვდილის მოწმენი თქვენა ხართ, იმ ოხერტიალის კი არვინ არ იყო... მხოლოდ მე - მგელი და უფალი ვიყავით მხილველნი იმისა რაც იმას დავმართე, ამ ჩემი კბილებით ბოლო წვეთ სისხლამდის წავართვი სხეულში უმალ და გავფატრე... ვტიროდი ჩემ ლეკვებს, მეუღლეს ვეძებდი... ბუნაგი სისხლით და გვამებით გაევსოთ. უეცრად ტკივილი ვიგრძენი ბეჭებში. „-ჰეჰ, ბიჭო! რჯულძაღლი მიწაზე დაემხო...“ შესძახა მსროლელმა. მეც ელდა მეცა და წამოვხტი გიჟივით, ვეცი და გავგლიჯე. წყეული კიდევ ერთ გასროლას ეცადა (მეც იმის ჩიტი ვარ გასროლას ვაცლიდე...)... მოვკალი, ავდექი. სისხლისგან ვიცლები... სხვა კაცებს ცოლ-შვილის ცხედრები მიაქვთ და ცხედრებიც წამართვეს... რამდენიც ავდექი იმდენი ტყვიებით ტკივილი მომადგა... გამცილდნენ... მოვდევდი როგორცღა შემეძლო. დავეცი. ვეღარ ვდგავ ამის მეტ ნაბიჯებს. ოხ როგორ დაგხოცდით ცოლ-შვილის მკვლელებო ეხლა კი ეს ჩემი სისუსტე მაგიჟებს...“
* * * წამოდგა ბარბაცით. ატირდა საწყალი თავი ძირს დახარა და პირქვე დაემხო... დასრულდა მორიგი ვაჟკაცის ამბავი სვავებსაც თანდათან სიცოცხლე დაეტყოთ... გაშალეს ფრთები და დატოვეს მებრძოლი, დატოვეს მიწის და დროების ამარა... წასვლამდე კი (რაღაც წუთებით მემგონი) მგლის თავზე სვავებმა შემოკრეს კამარა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან კარგია, ძალიან! <3 ძალიან კარგია, ძალიან! <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|