ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზ.ზაქარაია
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2012


ტკივილს სკივრში ვალაგებ

სალო, ახლა ტკივილებს, თითქოს სკივრში ვალაგებ,
მაგრამ გრძნობა ოხერი მაინც დარდად მედება
ვწერ და ასე მგონია, სიგიჯემდე აღმაღგზნებს,
შენზე ლექსის წერაც და შენთვის ჩუმი ვედრებაც.

თუმცა გულის სიღრმეში უკვე აღარ მინდიხარ,
გაქრა ჩემი გრძნობა და ასე დიდი ამაგი,
შენს ნაფეხურს დავყურებ, -"რა ლამაზად მიდიხარ",
მაგრამ მაინც აჯობებს გავხდე ოდნავ ამაყი.

თუმცა მაინც ტკივილებს ალბათ ვერ გავექცევი,
ვერსად დავემალები უზარმაზარ გოლიათს,
ვფიქრობ ბევრს და ვერ ვხვდები, ასე რატომ მექცევი?!
რატომ არ გახსენდება ზღვაზე თეთრი თოლია.

ახლა ისევ ღამეა, ისე მიტევს ტკივილი,
განა ხორცის, არამედ სულის ტკენა მომწარო,
მე კი შენ ლანდს ვუყურებ ტანში როგორ გამივლის,
მერე ცდილობ რატომღაც კვლავ ნერვებზე მომშალო.

ხოდა ახლა ტკივილებს გადავაკრავ ნიღაბებს,
რომელთ მარტო ღიმილის და სიცილის მადლი აქვთ,
მერე სახეს ვირგებ და ერთ-ერთ ნიღაბს ვიფარებ,
რომ დავფარო ჩემი მე,- ანუ მელანქოლია.

განა ასე დავეცი, განა მართლა მითვლიან,
დღეებს რომელთ არასდროს, არ მოელით სიცილი,
თუმცა რა დაგიმალო, ახლა მართლა მივლიან
და ცდილობენ როგორმე გამაშორონ სიკვდილი

უკვე თვალზე ბინდვით გადამეკრა რაღაცა,
ვერ ვამთავრებ მგონია ამ წერილის ჩანაფიქრს,
ამდენ ფიქრში გათენდა. -საყვედურიც არამცდა
-დაწექი შვილო დაიძინეო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები