ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2012


თათოს



                                                                                                                                      შენ ზღვას გავხარ დამშვიდებულს
                                                                                                                                        და მაინც მე შენ ტალღებში ვკვდები.
                                                                               
ის ყოველთვის ესეთი უცნაური იყო და თვალებიც ესეთი ჰქონდა, მშვიდი, როგორც ბავშვს და მაინც ცოტა ისე მიყურებდა, როგორც პატარებს უყურებენ.მე უკვე ერთხელ შეყვარება, ერთხელ გათხოვება და ერთხელაც განშორება მოვახერხეო თუ მოვასწარიო. არადა არაფერი ეტყობოდა ამის, ლექციებზეც სულ ესე წყნარად იჯდა, უფრო სავალდებულოდ და ცოტათი უხაროდა, მგონი ჩემს გამო ან იქნებ  ყველას მიმართ ესეთი იყო, ყველას უღიმოდა, მე კიდე ჩემზე მეგონა.
ლექციებიდან სულ ერთად მოვდივართ და მე სულ მინდა რომ სახლამდე გავაცილო, ბევრი ველაპარაკო და მერე უფრო ბევრი ჩავეხუტო, ვაკოცო და მოვეფერო.
  ხშირად მიფიქრია რამ გაათხოვა ეს წყნარი და ალბათ ცოტა ჩუმი და მარტოსული ბავშვითქო, მაგრამ ამის მიზეზი ალბათ ისევ მისი პასიურობაა მგონი ყველასთან და ყველაფერთან მიმართებაში, გარდა მისი ახლობელი ადამიანებისა და მეც სულ მიხარია, როცა მეუბნება გავისეირნოთო.
  მისი სიცილი სხვანაირია, არავის არ ჰგავს მართლა და ამქვეყნად ყველაზე საყვარელ და სასაცილო ღიმილს შემიძლია მთელი დღე ვუყურო, თუმცა ვიცი რომ ახალგაღვიძებულ ნიკუშა ყველაზე მეტად დედის სითბოს ელის და მასთან თამაში და ჩახუტება უნდა.
  ჩვენ ვცხოვრობთ ერთი ქალაქის გრძელ ქუჩაზე და მაინც არასდროს მინახავს არც მისი სახლის ეზო, სადაც  ასეირნებდა პატარა ნიკუშას, რომელიც როგორც ამბობდა ისეთი ცელქი იყო, უკვირდა რომ არ ჰგავდა მას სიწყნარით და ყველაფერთან ერთად ამასაც მის მეუღლეს აბრალებდა.მისი მეუღლე კი რატომღაც ბესეტკაში მსხდარ  დომინოს მოთამაშეებს მაგონებდა, თუმცა იქნებ ვცდები და მართლა კარგი ბიჭი იყო, ნუ თავიდან მაინც.
ბავშვები კი მე ისე მიყვარს, როგორც ბავშვებს თოჯინები და თოჯინებიც ძალიან ჰგვანან  სამყაროსგან მოწყვეტილ არსებებს თუ ნივთებს,თუმცა  მე ბავშვებთან ბევრი არასდროს მილაპარაკია და იქნებ ამიტომაც ვერ ვუგებდი დიდებს, პატარებთან საუბრის სურვილი და მათთან თამაში  მკლავდა.
  თათო კი სულ მგონია, რომ ყველაზე მეტად თავის შვილს უგებს, ჯერ რომ დუდღუნებს და უჭირს ლაპარაკი, კბილების ამოსვლისგან გამოწვეულ ტკივილს კი დედასთან ჩახუტებით რომ იქარვებს.
                                                      მე ისევ შენთვის ვწერ, შენზე ვფიქრობ,
                                                      ეს დრო ჩვენია.
                                                      ვიცი რომ გაშინებს განცდა
                                                      მოვალეობის.
                                                      ნიკუშას თბილო დედიკო
                                                      ჩვენ გველის ზეცა,
                                                      სადღაც შორს,
                                                      სადაც თოვს..
                                                      და შენ მიკერავ მე თბილ  ბალიშებს
                                                      ჩუმად მაძლევ ამდენ სითბოს,
                                                      მეხუტები და მაშინებ
                                                      მაგრამ შიში მე არ მიცნობს.
                                                      მინდა თმები აგიჩეჩო
                                                      გაგისწორო მერე ისევ
                                                      დაგიკოცნო ქერა თმები
                                                      მოვეფერო შენს გრძელ თითებს.
                                                     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები