ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზ.ზაქარაია
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2012


არა ტანჯვას!

ახლა ისევ წერას ვიწყებ, პატიებას შეგთხოვ,
დამიბრუნდი პაწაწინა, დავისჯე გეყო,
გულს ვიხარებ, რომლის იქით არაფერი ხარობს,
შენს მკლავებში დაძინებას სიგიჯემდე ვნტარობ.

აგონიაც განვიცადე ალბათ მოვკვდი კიდეც,
როგორ მინდა ჩახუტება, იავნანაც ისევ
ოჰ, რამდენი შემძლებია ციცქნა გულის პატრონს,
იმ ხის ძირას რა ტკივილი განვიცადე მარტომ

მაგრამ მეყო ტკივილები ბედს ვუთხარი არა!
ყველა ტკივილს მე ერთბაშად ვუპასუხე კმარა!
ახლა ვიბრძვი სიკვდილამდე დაგიბრუნებ ვიცი
და დავლეწავ გულის კარებს ამისათვის ვილლტვი.

ვიცი სხვა გყავს, სხვას შეჰფიცე სიყვარულის არსი,
მე დამტოვე უმიზეზოდ, ვერ გავიგე აზრი,
მეუბნები ის მიყვარსო მაგრამ ვიცი არა,
არა ტანჯვას, არა სევდას ეს არ კმარა განა?!

განა სხვასაც შეიყვარებ ასე დიდი ძალით,
მთელი გრძნობა შემოგლიე, რა მოვიმკე ამით,
შემირიგდი შეგთხოვ ამას გამიქარწყლე ღვარძლი,
თორემ ნახე როგორ მომდის თვალებიდან ღვარი.

თორემ ნახე მაჯებიდან უკვე ჟონავს სისხლი,
მეც მინდოდა შენთან ერთად, მწვანე ქოხი ისლის,
თუმცა არა, შენ გამცვალე, აირჩიე სხვა და
მე დამკარგე სამუდამოდ, -ახლა წავალ სხვაგან.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები