ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენჟამენი
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2012


***

გუშინ თეთრ რაშზე ცად ავიჭერი
და იალბუზზე დავეც ბანაკი,
ცისარტყელიდან მძივი დავწენი,
მზის სხუვებიდან რბილი ჰამაკი.
მხარზე გეპარდი შემოვიჯინე,
ხელზე დავისვი არწივი ლაღი,
ზღვაზე დავეშვი და მის ტალღებზე
ავაკასკასე ყაყჩოს ბაღი.
ფსკერზე ჩავედი, ზვიგენს ვეჩხუბე,
ვეშაპთან მქონდა დიდი კამათი,
"ნაუტილუსის" შევხვდი კაპიტანს,
საჩუქრად მომცა ოქროს ხალათი.
კავკასიონზე გადავირბინე,
გადავუმსხვრიე ხუნდი პრომეთეს,
ერთ ნადიმზე კი შაირის თქმაში,
გავეპაექრე მე თვით გოეთეს.
ვეფხვს შემოვახტი, ლაგამი მოვსდე,
დევს მივუვარდი სახლში მძვინვარე,
ფეხზე ადგომა აღარ ვაცადე,
იქვე ლოგინში მოვჰკალ მძინარე.
დუელში არესს გამოვუძახე,
სახეში ვსტყორცნე მარჯნის თათმანი,
ხმალი ვადაში გადავუმსხვრიე,
ოქრო წავართვი - ათი ბათმანი.
მერე ვალჰალას ოდინს ვესტუმრე,
თორმა ყანწებით მასვა ხვანჭაკარა,
აფროდიტესაც გამივუარე,
მაგრამ რად გინდა, სულ მთლად დამჭკნარა.
ღრუბლის ფთილებით გავისეირნე,
ზევსსაც ვესროლე ელვა და მეხი,
ოლიმპოს მთა კი შუა გავაპე,
შიგ ჩამივარდა კინაღამ ფეხი.
ქვესკნელს ჩავედი,სტიქსი გავცურე,
ჰადესს შევები შიშველი ხელით,
იასონსა და მედეას შევხვდი
და შინ წამოველ მე მათი გემით.
მერე მუხის ძირს მიველ, წამოვწექ,
წყაროს ჩურჩულით ჰქონდა რაკრაკი,
სიო ფოთლებში ზღაპარს ჰყვებოდა,
ტყემ კი მომიყვა მე ეს არაკი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები