 | ავტორი: ხუჭუჭა13 ჟანრი: პოეზია 2 ივლისი, 2012 |
სამშობლოს ფეხით დავივლი მე საქართველოს ყოველი კუთხის ნაქებ ადგილებს, ფარხმალს არ დავყრი! ,,მამულს და ენას, ილიას რწმენას’’ ზეცას ვადიდებ... ვაჟაო, მთებსაც მოუწყენიათ, ქაქუცა ნინოს ჯავრმა დასჯაბნა, ფილიპემ გუშინ ფულზე გაგვყიდა, ღალატმა სძლია, დიდება თამარს! ილია მოკლეს, აკაკი ჯავრით საწოლს ჩავარდა ქართველი ბღავის, გურამიშვილის ,,ვაი, რა კარგი’’ წინ გადაშლილა, ვით გედის ვალსი. პატრიოტიზმზე თავი დაგვიდევს, დღისით ვპირფერობთ, ღამე კი, კრწანისს - სისხლი დაღვრილა, ვაი, რა სისხლი... ,,ხორცი ქრისტესი ვიხმიოთ’’, არ ღირს? ო, საქართველოვ, აღარ ჰყვავიან შენს ველ-მინდორზე ვაჟას იები, გალაკტიონის ლურჯა ცხენებზე ამხედრებულან ვითომ გმირები. სარკმელში ჩუმად მოიზლაზნება ქართველი ანას თუთა სიმღერით, ბარათაშვილი ფიქრობს მტკვრის პირას, მოხუცებული მერიც, მზის ფერით... ო, საქართველოვ, ხსნას ვხედავ შენში, შენს სიყვარულში მინდა ჩახრჩობა, სიცოცხლე მიყვარს, მისთვის მზადა ვარ, თავი მოვიკლა, მე, ხომ, შენი ვარ! შენთვის ვარ მუდამ თხემით ტერფამდე, ლომისს დავივლი მუხლმოდრეკილი, ილია მოკლეს, მოგვიკლეს მამა, შენს სიყვარულში ვერ ვხედავ საზღვარს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გიყვარს სამშობლო, გასაგებია, მაგრამ ეს ვერაფერი ლექსია. გიყვარს სამშობლო, გასაგებია, მაგრამ ეს ვერაფერი ლექსია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|