ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალოდ_მე
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2013


სამ-ნახევარი!

ყველაფერი კარგად იქნება მაშინ როცა,
სიყვარულის გზას გაკვალას ცამდის გრძნობა,
ყველაფერი კარგად იქნება მაშინ როცა,
თითოული ჩვენთაგანი ისწავლის ნდობას,

ყველაფერი კარგად იქნება მაშინ როცა,
არ დაკარგავს ღვთის სიყვარულს ჩვენივე გრძნობა,
ყველაფერი კარგად იქნება მაშინ როცა,
ბედნიერებას დავანახებთ, გარშემო ცოდვას,

ყველაფერი კარგად იქნება მაშინ როცა,
როცა ფულია ბევრი მაგრამ არ არის გრძნობა!?
არამგონია ბედნიერება თან ახლდეს დოლარს,
ბედნიერებას ძებნა უნდა, მას უყვარს ნდობა.

ყველაფერი კარგად იქნება მაშინ როცა,
როცა-როცა, კვლავ ისევ როცა და ისევ როცა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები