ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგონიაში მყოფი
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2012


შენ ახლა ზიხარ

შენ ახლა ჩუმად ზიხარ კიბესთან,
ცივი ნიავი შენს შავ თმებს აშლის,
მერე წვიმისგან დაღლილ იებსაც,
შენი ღიმილი იმწამსვე გაშლის.

შენ ახლა ზიხარ, ეზოს ჭიშკართან,
ეგ ნამი ფეხებს გიკოცნის თითქოს,
მზემ, როგორც მადლი გამოგდო კალთა
და მაგ სხივებით შენს სახეს მიქსოვს.

ახლა აზრებშიც იმატა დარდმა,
ახლა სრულიად გავგიჯდი თითქოს,
შენმა ღიმილმა მუხლებზე დამცა
და ამ თვალებმაც ვეღარ შეგიცნო.

ახლა ხეტიალს მივანდე ბედი,
ახლა ცივ ნიავს მივყვები მარტო
და მე ვიყავი დაჭრილი გედი,
რომელსაც მხოლოდ სიგიჯე ათრობს.

შენ კი კიბესთან მიხვედი ისევ,
ისევ ნიავი გაგიშლის ნაწნავს
და ეგ ღიმილი გიმშვენებს იერს,
რომელსაც ალბათ ვერასდროს ვნახავ!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები