ან დრო გაფუჭდა... ან მას დაესვა წერტილი დიდი, ან ერთ მათთაგანს ახდენია, სიზმრები ცხადად, შიში ღვთისა რა მოსატანია, არა აქვთ რიდიც, რიდი კაცის და ზეკაცისა არ უღირთ არად.
ან დრო გაფუჭდა,ან მედროვეთა ბაგენი ისევ იტყვიან: დღეს რა ბრწყინვალეა, გუშინ რას ჰგავდა, აღმშენებელი მოსვლისა დღიდან განსაცდელს გვისევს... სურს რომ გვიყვარდეს ყველაფერი... წარსულის გარდა.
თუ დრო ვერ დროობს,ეს მედროვენი იღწვიან რაზე?! ტაძრებს მოსავენ გამჭვირვალე დიდების ფარდით, დადგება ქალი სანთლით ხელში სპეტაკ მინაზე, მადიდებლებო მართალისაო,- ტაძრიდან გადით!.
მძულს ყოველივე რაც რომ მიკარგავს ამერს და იმერს, მძულს დრო რომელიც ითვლებოდა უებარ წამლად, კიაღარ გვწამლობს,განკურნებულთ იარებს გვიჩენს, ისევ თქვენ გადით ტირანებო... ჩვენ არსად წავალთ.
ან დრო გაფუჭდა,ან მედროვეთა უმანკო სული, ტაძრებს შემოსავს გამჭვირვალე დიდების ფარდა, ვიდგებით მალე უწარსულოდ ციდან მოსულნი... და გვეყვარება ყველაფერი, წარსულის გარდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. vopros nietu, spasibo i vsio ))) vopros nietu, spasibo i vsio )))
4. კარგია, სათქმელი პათოსს ამართლებს++ კარგია, სათქმელი პათოსს ამართლებს++
3. თუ რაიმე გაუგებარია ჩემს კომენტარში;ლექსი მშვენიერია.სხვა ცარიელი პათოსით დაწერილი ლექსებისაგან განსხვავებით. ვოპროსი ესტ? +++++ თუ რაიმე გაუგებარია ჩემს კომენტარში;ლექსი მშვენიერია.სხვა ცარიელი პათოსით დაწერილი ლექსებისაგან განსხვავებით. ვოპროსი ესტ? +++++
2. კარგიაო?მე ბევრი რაღაცა(სხვა რამეს ვერ დაარქმევ)წავიკითხე აქ,ცამშობლოზე,,გულანთებული''ხალხის ნაწერი.სამშობლოს,როცა ავადმყოფობა სახელით საზიზღრობა ემართება,მაშინ ასეთი აბებით მკურნალობის დროა და არა ოდების,,რა მშვენიერი ხარ''-ის სიმღერა.საუკეთესოა.მშვენიერია.ჩვენი წინაპრების აჯა აქვს ამ ბიჭს დაწერილი. კარგიაო?მე ბევრი რაღაცა(სხვა რამეს ვერ დაარქმევ)წავიკითხე აქ,ცამშობლოზე,,გულანთებული``ხალხის ნაწერი.სამშობლოს,როცა ავადმყოფობა სახელით საზიზღრობა ემართება,მაშინ ასეთი აბებით მკურნალობის დროა და არა ოდების,,რა მშვენიერი ხარ``-ის სიმღერა.საუკეთესოა.მშვენიერია.ჩვენი წინაპრების აჯა აქვს ამ ბიჭს დაწერილი.
1. კარგია გოგა! კარგია გოგა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|