ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი
ჟანრი: პროზა
11 ივლისი, 2012


***

      ჩვენს შეხვედრას,
სულ უსაფუძვლოც არ ეთქმოდა ჯერომ.
ვიყავით ორნი ტბის პირას და გვჭამდა ფიქრი.
სიმარტივეში ვიძირებოდით და გვსურდა ერთი-
ჭეშმარიტების ანარეკლი დაგვენახა წყლის ზედაპირზე.
გავედით, წავიდა ჩვენი დრო,
ამაოების პირისპირ ვრჩებით ჯიბეგამოფხეკილნი
და თვალებში, სევდიანი სისველე გვიდგას.
ვძრწით და ჩვენივე ძრწოლა გვგვრის სიამეს-
ნეტარს, თავბრუდამხვევს.
კენჭი გამოგიწოდე, პატარა, ჭორფლიანი
გაგეღიმა და ვიგრძენი, რომ არა წყლის ზედაპირზე,
საკუთრივ შენში უნდა აღმომეჩინა ჭეშმარიტება.
ქარმა გაგვყინა და ვიქეცით პრეისტორიულ რეალობად,
რომელსაც კაცობრიობა გაკვირვებული, დამფრთხალი თვალით აშტერდება.
ჩვენ გვეღიმება, რა ვგრძნობთ მათ უკიდურესობამდე მისულ უსუსურობას
და კვლავ ვაგრძელებთ კენჭების შეგროვებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები